შპს „ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკი“- ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/2221
საოქმო განჩინება
(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)
2016 წლის 28 აპრილი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე
1. გაკოტრების მმართველი – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი – იაგო ქეშელაშვილი.
2. მოვალე – შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის” დირექტორი ლევან რომანაძე;
3. კრედიტორები: სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა :
1. შპს ,,ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკის” კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2016 წლის 16 მაისს, 13:30 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:
ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება;
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის., ქ. ქუთაისი კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
კრების თავმჯდომარე გენადი მაკარიძე
კრების მდივანი ნოდარ გიორგიძე
მ.თანაშემწე ი.ლოსაბერიძე