სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“
აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებს მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2016 წლის 31 მაისს, 11:00, საათზე მისამართზე: ქ. თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი №1, სასტუმრო რედისონბლუ ივერია, შეხვედრების ოთახი №2.
დღის წესრიგი:
1. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ 2015 წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების განხილვა და დამტკიცება;
2. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ 2016 წლის აუდიტორის არჩევა;
3. სხვა მიმდინარე საკითხები.
დღის წესრიგის საკითხების ირგვლივ დაწვრილებით ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატში. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტების მოთხოვნა დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოსაგან როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დირექტორატში ან სამეთვალყურეო საბჭოში 2016 წლის 21 მაისამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი, ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერთა 2016 წლის 31 მაისის მორიგ საერთო კრებაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი სს „კავკასრეესტრი“, 2016 წლის 27 აპრილის (საერთო კრების სააღრიცხვო თარიღი) მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2016 წლის 21 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №74
გენერალური დირექტორი თ. მიქაძე