შეტყობინება სს „მარგებელის“ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება სს „მარგებლის“ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „მარგებლის“ (ს/კ 205283931) სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი იწვევენ სააქციო საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2016 წლის 30 მაისს, 15 საათზე, ქ. თბილისში, სააქციო საზოგადოების იურიდიულ მისამართზე.
სამეთვალყურეო საბჭომ საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დაადგინა 2016 წლის 25 აპრილი.
დღის წესრიგი:
1. სს ,,მარგებლის’’ წესდებაში ცვლილებების შეტანა;
2. აქციების ემისია;
3. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს-ის დირექტორთან. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა დირექტორისგან როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დადგენილ ვადებში, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.
საზოგადოების დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას იძლევა, რომ:
1. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას იმსჯელოს კომპანიის წესდების შეცვლის/ცვლილებების აუცილებლობაზე.
2. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას იმსჯელოს აქციების ემისიაზე და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმდეს 2016 წლის 20 მაისს სს „მარგებლის“ აქციათა რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი” შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №74ა.
დირექტორი ა. სვიმონიშვილი