სს „კავკასრეესტრის“ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ და სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორის რეკომენდაციები სს “კავკასრეესტრის” აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „კავკასრეესტრის“ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ და სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორის რეკომენდაციები სს “კავკასრეესტრის” აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით
განცხადება სს „კავკასრეესტრის“ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
გაცნობებთ, რომ 2016 წლის 31 მაისს, 17:00 საათზე ჩატარდება სს „კავკასრეესტრის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება.
დღის წესრიგი
:
სს „კავკასრეესტრის“ 2015 წლის აუდიტებული ანგარიშგების დამტკიცება;
სს „კავკასრეესტრის“ 2015 წლის მოგების განაწილების შესახებ;
3.
დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ;
4.
დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ;
5.
2016 წლისთვის აუდიტორული კომპანიის არჩევის შესახებ.
სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2016 წლის 10 მაისი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ ამ დღისათვის.
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებული წლიური ფინანსური ანგარიშგება განთავსებულია სს „კავკასრეესტრის“ ვებვერდზე (www.kavkasreestri.ge).
კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, 10:00-დან 17:30 საათამდე, სს „კავკასრეესტრის“ აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სს „კავკასრეესტრი”, შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება, რისთვისაც თან უნდა იქონიოთ სათანადო საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.
31 მაისს, 16:30 საათიდან 17:00 საათამდე ხმის უფლების მქონე აქციონერთა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია კრებაზე დასასწრებად.
კრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბახტრიონის ქ. 41 (შესასვლელი სასტუმრო „კრისტალის” მარჯვნივ).
დირექტორი
თამაზ ხიზანიშვილი
სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორის რეკომენდაციები სს „კავკასრეესტრის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით
1.
დღის
წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
რეკომენდაცია:
დამტკიცდეს სს „კავკასრეესტრის“ 2015 წლის აუდიტებული ანგარიშგება;
2.
დღის
წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
რეკომენდაცია:
განაწილდეს სს „კავკასრეესტრში“ 2015 წლის მოგება დივიდენდის სახით ერთ აქციაზე 10.27 ლარის ოდენობით;
3.
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
რეკომენდაცია:
დივიდენდის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 13 ივნისი;
4. დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით:
რეკომენდაცია:
დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღად განისაზღვროს 2015 წლის 25 ივლისი;
5. დღის წესრიგის მეხუთე საკითხთან დაკავშირებით:
რეკომენდაცია:
სს „კავკასრეესტრის“ 2016 წლის ფინანსური აუდიტის ჩასატარებლად არჩეულ იქნეს აუდიტორული კომპანია შპს „არესემ საქართველო“.