თავი IV — სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა
1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას;
ბ) უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;
გ) ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიურ ორგანოს ან წარმომადგენლობით საბჭოს;
დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიურ ორგანოს ან წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) ხელმძღვანელობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის პროექტს ათანხმებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიურ ორგანოსთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს;
ე1) ხელმძღვანელობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტების შედგენას და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას;
ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისად რეგენტთა საბჭოს ან წარმომადგენლობით საბჭოს;
ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) პასუხისმგებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
ი) ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია შესაბამისად რეგენტთა საბჭოსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანოს ან წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − რეგენტთა საბჭოს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − წარმომადგენლობითი საბჭოს, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანოს წარდგინებით რეგენტთა საბჭოს მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილება;
გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1081 – ვებგვერდი, 20.09.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.11.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 27.11.2015 კანონი №4582
- 06.09.2013 კანონი №1081
- 17.06.2011 კანონი №4792
წინა რედაქცია (10.01.2005 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს უმაღლესი სასწგავნმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას; ბ) უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის სტრუქტურაის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიურ ორგანოს ან წარმომადგენლობით საბჭოს; დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობაისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიურ ორგანოს ან წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ხელმძღვანელობს უმზაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის პროექტს ათანხმებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიურ ორგანოსთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს; ე1) ხელმძღვანელობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტების შედგენას და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას; ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისად რეგენტთა საბჭოს ან წარმომადგენლობით საბჭოს; ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; თ) პასუხისმგებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ი) ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია შესაბამისად რეგენტთა საბჭოსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანოს ან წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე. 3. გარდა ადმინისტრაციული თს ხელმძღვანამდელის უფლებამობის პირლების ვადამდე გათაშეწყვეტისუ საფუძვლებია: ა) ს ზოგადხელმწიფოს მიერ დაფუძვლნებიულ არასა, მეწადრმინისტეო (არაკომერციულ) ის ხეურიდიულ პირში – უმძაღვლეს საგანმანათლებლიო დაწესებუფლებამოსშილ − რეგენტთა საბიჭოს ვ, ხოლო სადჯარო სამართლის იურიდე იულ პირშეწყვეტი – უმაღლეს საფგანმანათლებლო დაწესებუძვლებია: ა)ში − წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე; ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − წარმომადგენლობითი საბჭოს, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანოს წარდგინებით რეგენტთა საბჭოს მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილება; გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები. საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118