1.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება წამყვანი პროფესორისგან, პროფესორისგან, ასოცირებული პროფესორისგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისგან.

11.  წამყვანი პროფესორი უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ამასთანავე, იგი მონაწილეობს აღნიშნულ პროცესსა და საქმიანობაში.

2. (ამოღებულია - 16.12.2016, №105).

3. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ მათ.

4. ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.

5. აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წესდებით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1081 – ვებგვერდი, 20.09.2013წ.

საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 05.01.2017წ.

საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1354 – ვებგვერდი, 05.02.2026