1. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში ამ კანონისა და დაწესებულების წესდების შესაბამისად;
ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
დ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
ე) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების მოთხოვნები;
ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;
გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
დ) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ;
ე) პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირადი ინფორმაცია, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.
საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №772 - ვებგვერდი, 25.05.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 04.05.2017 კანონი №772
- 17.06.2011 კანონი №4792
წინა რედაქცია (10.01.2005 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. აკადემიური პერსონალის უფლებები 1. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში ამ კანონისა და დაწესებულების წესდების შესაბამისად; ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება; გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები; დ) 5 წელიწ(ადში ერთხელ კვალიფიკაციის ასამაღლებლად აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს ერთი სასწავლო წლის ვადით – 17.06.2011, №4792); ე) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია: ა) დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების მოთხოვნები; ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები; გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; დ) კვსალმეცნიფერო-შემოქმედებიკაცთი შვებულების დამაღსრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ; ე) პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირადი ინფორმაცია, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს. საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148