1. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის გავლის უფლება აქვს ვეტერინარიის დარგის/სპეციალობის მითითებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

2. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.

3. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს სამინისტრო.

4. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც პირს ვეტერინარიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას ანიჭებს.

საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1367 - ვებგვერდი, 27.11.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021