1. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება აკმაყოფილებს ავტორიზაციის ყველა სტანდარტს.
2. ავტორიზაციის საბჭო ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით განუსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების რაოდენობას ავტორიზაციის ვადით.
3. ავტორიზაციის შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ კანონის 562 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1934 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1430 – ვებგვერდი, 24.03.2022