შპს „ინტერაქტივი“-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2350-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმის № 2/2350-16 ( 330210316001238497 )

 

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2016 წლის  1 3 მაისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს ,,ინტერაქტივი’’ (ს/კ 401970925)

დირექტორი: მიხეილ გოგოლაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საწარმოს გაკოტრებისა და რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს ,,ინტერაქტივის’’ (ს/კ 401970925) დირექტორმა მიხეილ გოგოლაძემ და მოითხოვა შპს ,,ინტერაქტივის’’ (ს/კ 401970925) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებლის განმარტებით შპს ,,ინტერაქტივი’’ (ს/კ 401970925) დაფუძნდა 2012 წლის 11 მაისს. საზოგადოების საქმიანობის საგანი უნდა გამხდარიყო სათანადო კომპიუტერული პროგრამისა და ინტერნეტქსელის გამოყენებით მომხმარებლისათვის ე.წ ,,დაღმასვლის აუქციონში’’ მონაწილეობის მიღების შეთავაზება და ამ გზით მოგების მიღება. საზოგადოების დამფუძნებელი წევრები არიან მიხეილ გოგოლაძე, თეიმურაზ თვალიაშვილი, ალექსანდრე კინწურაშვილი და შპს ,,გიჩა+’’. შეთანხმების შესაბამისად, საზოგადოებას უნდა უზრუნველეყო სათანადო ელექტრონული პროგრამის დამზადება და ინტერნეტქსელში ფუნქციონირების მომსახურება, ხოლო შპს ,,გიჩა+’’-ს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თანხებით უნდა დაეფინანსებინა საჭირო პროგრამის, მოწყობილობების და ინვენტარის შეძენა. 2012 წლის 18 მაისს შპს ,,გიჩა+’’-სა და შპს ,,ინტერაქტივს’’ (ს/კ 401970925) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გამსესხებელი შპს ,,გიჩა+’’ იღებდა ვალდებულებას შპს ,,ინტერაქტივისათვის’’ (ს/კ 401970925) სესხის სახით გადაეცა 50 000 აშშ დოლარი. 2012 წლის მაისიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით შპს ,,გიჩა+’’-მა შპს ,,ინტერაქტივს’’ (ს/კ 401970925) გადაურიცხა 64 168.74 ლარი. ორგანიზაციამ ვერ შეძლო ფუნქციონირების დაწყება. შპს ,,ინტერაქტივს’’ (ს/კ 401970925) არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია, რის გამოც ვერ ასრულებს შპს ”გიჩა+’’-ის მიმართ წარმოშობილ ვალდებულებას. შპს ”გიჩა+’’ წარმოადგენს საწარმოს ერთადერთ კრედიტორს. ამ გარემოებებზე მითითებით შპს ,,ინტერაქტივმა’’ (ს/კ 401970925) მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 მარტის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ,,ინტერაქტივს’’ (ს/კ 401970925) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლო მოემართა სასამართლოსათვის შპს ,,ინტერაქტივის’’ (ს/კ 401970925) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორები გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ წარადგენდნენ, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 მარტის განჩინება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 24 მარტს. აღნიშნული განჩინება სსიპ _ შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2016 წლის 16 მარტს, ხოლო შპს ”გიჩა +”-ს კი ჩაბარდა 2016 წლის 21 მარტს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს ,,ინტერაქტივის’’ (ს/კ 401970925) კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.

ის გარემოება, რომ შპს ,,ინტერაქტივის’’ (ს/კ 401970925) კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს ,,ინტერაქტივის’’ (ს/კ 401970925) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7-8, მე-19-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ინტერაქტივი’’ (ს/კ 401970925) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. შპს ,,ინტერაქტივს’’ (ს/კ 401970925) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
     3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მოვალემ.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

 

მოსამართლე                                                                     ბესიკ სისვაძე