📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.05.2016
ძალის დაკარგვა 11.09.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №68
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016662
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,346 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.05.2016 მიღება
11.09.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №68 2016 წლის 20 მაისი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის, „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ‘‘ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესი №1 დანართის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და სამინისტროს მედლის თანდართული ნიმუშები №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით პირთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების,  პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის  №91 ბრძანება. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი დანართი  №1 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის (შემდგომში – მოსამსახურე) მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის წახალისების წესს. თავი II წახალისების წესი მუხლი 2🔗 საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოსამსახურის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სხვა საამისოდ უფლებამოსილი პირი. მუხლი 3🔗 1. მოსამსახურე შეიძლება წახალისდეს როგორც კონკრეტული დამსახურებისათვის, ისე ნამსახური წლების ან საიუბილეო თარიღის გამო. 2. წახალისებული პირი ახალი დამსახურების გამო შეიძლება კვლავ წახალისდეს იმავე ან სხვა წახალისების ფორმით. 3. მოსამსახურის დაჯილდოება შეიძლება გარდაცვალების შემდეგაც. მუხლი 4🔗 1. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმით მოსამსახურის წარდგენა ხდება: ა) მინისტრის პირველი მოადგილის მიერ; ბ) მინისტრის მოადგილის მიერ; გ) სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ; დ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ. 2. წარდგინებაში აღინიშნება პირის კონკრეტული დამსახურება. 3. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ჯილდოსთან ერთად წახალისებულს გადაეცემა წახალისების ბრძანება. მოსამსახურის წახალისების ბრძანება შეიტანება მის პირად საქმეშიც. 4. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შემდგომში არ ზღუდავს დისციპლინური გადაცდომისას მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას. 5. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის წარდგენა  წახალისების მიზნით, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმისა. მუხლი 5🔗 1. მოსამსახურის წახალისება შესაძლებელია განხორციელდეს საზეიმო ვითარებაში. 2. გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში ჯილდო გადაეცემა მოსამსახურის ოჯახს. 3. თუ დაჯილდოებულ გარდაცვლილ მოსამსახურეს ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულს არ ჰყავს მემკვიდრე, ჯილდო რჩება სამინისტროს. 4. დაუშვებელია ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ –„ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯილდოს დაზიანების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში მათი ასლის გაცემა. თავი III წახალისების ფორმები მუხლი 6🔗 1. მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი პრემიის მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება; ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ვ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება; ზ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება; თ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ი) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება. 2. ერთდროულად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მოსამსახურის წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე. მუხლი 7🔗 მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმები. მუხლი 8🔗 1. ამ წესის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს სამკერდე ნიშნით  – „უმწიკვლო სამსახურისთვის“ (პირველი ხარისხი), სამინისტროს სისტემაში განვლილი უმწიკვლო სამსახურისათვის ჯილდოვდება უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, თუ განვლილი სამსახურის პერიოდში მის მიმართ გამოყენებული წახალისებების რაოდენობა აღემატება დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას და დაჯილდოების პერიოდში მასზე არ მოქმედებს რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. 2. ამ წესის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს სამკერდე ნიშნით – „უმწიკვლო სამსახურისთვის“ (მეორე ხარისხი), სამინისტროს სისტემაში განვლილი უმწიკვლო სამსახურისათვის ჯილდოვდება უმცროსი, საშუალო ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, თუ  განვლილი სამსახურის პერიოდში მის მიმართ გამოყენებული წახალისებების რაოდენობა აღემატება დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას და დაჯილდოების პერიოდში, მასზე არ მოქმედებს რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. 3. სამინისტროს სამკერდე ნიშანი მაგრდება სააღლუმო ფორმის კიტელსა და ქურთუკზე, მარჯვენა მხარეს, ჯიბის სარქველის ქვევით. სამკერდე ნიშანი მაგრდება მიღების თარიღის თანმიმდევრობის მიხედვით, მარცხნიდან მარჯვნივ. 4. პირველი სამკერდე ნიშანი მაგრდება ჯიბის სარქველის ცენტრში. მომდევნო სამკერდე ნიშნის მიღების შემთხვევაში სამკერდე ნიშნები მაგრდება ცენტრის დაურღვევლად. ერთ რიგში მაგრდება არაუმეტეს სამი სამკერდე ნიშანი. 5. სამკერდე ნიშნით მოსამსახურის დაჯილდოების შემთხვევაში მინისტრის ან სხვა საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ გამოიცემა შესაბამისი ბრძანება, რომელშიც მიეთითება სამკერდე ნიშნის ნომერი. 6. სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა შეიძლება შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მოსამსახურის მიერ უხეში დისციპლინური გადაცდომის ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. მუხლი 9🔗 ამ წესის მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მედალიონით ჯილდოვდებიან მოსამსახურეები სამსახურებრივი უფლებამოსილების სანიმუშო შესრულებისთვის. მუხლი 10🔗 1. ამ წესის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მედლით „კანონისა და ღირსების სადარაჯოზე“ (პირველი ხარისხი) ჯილდოვდება უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, სამსახურებრივი საქმიანობის დროს მიღწეული განსაკუთრებული წარმატების ან/და მართვისას გამოჩენილი ლიდერის თვისებებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის. 2. ამ წესის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მედლით „კანონისა და ღირსების სადარაჯოზე“ (მეორე ხარისხი) ჯილდოვდება საშუალო ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, სამსახურებრივი საქმიანობის დროს მიღწეული წარმატების ან/და მაღალი პროფესიონალიზმისათვის. 3. სამინისტროს მედალი მაგრდება სააღლუმო ფორმის კიტელზე მარცხენა მხარეს, ჯიბის სარქველის თავზე. მედალი მაგრდება მიღების თარიღის თანმიმდევრობის მიხედვით, მარჯვნიდან მარცხნივ. 4. პირველი მედალი მაგრდება ჯიბის სარქველის ცენტრში. მომდევნო მედლის მიღების შემთხვევაში, მედლები მაგრდება ცენტრის დაურღვევლად. ერთ რიგში მაგრდება არაუმეტეს ხუთი მედლისა. 5. სამინისტროს მედლის თამასები, ფორმის კიტელსა და ქურთუკზე, მაგრდება მკერდის მარცხენა მხარეს, ჯიბის სარქველის თავზე. თამასები მაგრდება მიღების თარიღის თანმიმდევრობის მიხედვით, მარჯვნიდან მარცხნივ. 6. პირველი თამასა მაგრდება ჯიბის სარქველის ცენტრში. მომდევნო მედლის მიღების შემთხვევაში თამასები მაგრდება ცენტრის დაურღვევლად. ერთ რიგში მაგრდება არაუმეტეს ხუთი თამასისა. მუხლი 11🔗 1. ამ წესის მე-6 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით ჯილდოვდებიან მოსამსახურეები, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის. 2. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით მოსამსახურის დაჯილდოების შემთხვევაში მინისტრის ან სხვა საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ გამოიცემა შესაბამისი ბრძანება, რომელშიც მიეთითება იარაღის მოდელი და ნომერი. ბრძანება შესასრულებლად ეგზავნება სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის საიარაღო განყოფილებას. 3. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოების შემდეგ, მოსამსახურე ვალდებულია უზრუნველყოს იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირება. დანართი  №2 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონის და სამინისტროს მედლის ნიმუშები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მედალი „კანონისა და ღირსების სადარაჯოზე“ (პირველი ხარისხი) ავერსი: მედალი „კანონისა და ღირსების სადარაჯოზე’’ (პირველი ხარისხი) წარმოადგენს ოქროსფერ ჯვარს, ფრთებში მეწამული (წითელი) მინანქრით. ჯვრის ცენტრში, მრგვალი მედალიონის მინანქრის ველზე, გამოსახულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოგო. ჯვარი, საკიდით უკავშირდება ბაფთას. რევერსი: ოქროსფერი ჯვარი, რომლის ზედაპირზე ამოტვიფრულია წარწერა ქართულ ენაზე მხედრული ანბანით: ,,კანონი და ღირსება’’ და სამი ციფრი (მედლის ნომერი) - ,,000”. ბაფთა არის ლივლივა მეწამული (წითელი) ფერის, გვერდებზე ორი თეთრი ზოლით, ცენტრში ერთი ოქროსფერი ზოლით. თამასა არის ლივლივა მეწამული (წითელი) ფერის, გვერდებზე ორი თეთრი ზოლით, ცენტრში ერთი ოქროსფერი ზოლით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მედალი „კანონისა და ღირსების სადარაჯოზე“ (მეორე ხარისხი) ავერსი: მედალი „კანონისა და ღირსების სადარაჯოზე’’ (მეორე ხარისხი) წარმოადგენს ვერცხლისფერ ჯვარს, ფრთებში მეწამული (წითელი) მინანქრით. ჯვრის ცენტრში, მრგვალი მედალიონის მინანქრის ველზე, გამოსახულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოგო. ჯვარი საკიდით უკავშირდება ბაფთას. რევერსი: ვერცხლისფერი ჯვარი, რომლის ზედაპირზე ამოტვიფრულია წარწერა ქართულ ენაზე მხედრული ანბანით: ,,კანონი და ღირსება’’ და სამი ციფრი (მედლის ნომერი) - ,,000”. ბაფთა არის ლივლივა მეწამული (წითელი) ფერის, გვერდებზე ორი თეთრი ზოლით, ცენტრში ერთი ვერცხლისფერი ზოლით. თამასა არის ლივლივა მეწამული (წითელი) ფერის, გვერდებზე ორი თეთრი ზოლით, ცენტრში ერთი ვერცხლისფერი ზოლით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამკერდე ნიშანი სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ (პირველი ხარისხი) ავერსი: სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ (პირველი ხარისხი) წარმოადგენს ოქროსფერ შვიდქიმიან ვარსკვლავს, რომლის ცენტრში იმავე ფერში გამოსახულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოგო. რევერსი: სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს განთავსებულია სამაგრი. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამკერდე ნიშანი სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ (მეორე ხარისხი) ავერსი: სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ (მეორე ხარისხი) წარმოადგენს ვერცხლისფერ შვიდქიმიან ვარსკვლავს, რომლის ცენტრში იმავე ფერში გამოსახულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოგო. რევერსი: სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს განთავსებულია სამაგრი. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მედალიონი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მედალიონი წარმოადგენს ფერადი ლითონისგან დამზადებულ, მრგვალი ფორმის ნაკეთობას, რომელზეც ამოტვიფრულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოგო. მედალიონი განთავსებულია ხის სპეციალურ სადგამზე, რომელზეც, ორივე მხრიდან, ქართულ ენაზე, მხედრული ანბანით, ამოტვიფრულია წარწერა „სამსახურებრივი უფლებამოსილების სანიმუშო შესრულებისთვის“.