„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
360050000.22.023.016385
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №19

2016 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებით (სსმ. ვებგვერდი, 360050000.22.023.016128, 13/05/2013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ“,  ,,ჟ“ და  ,,რ“ ქვეპუნტები:

,,პ) დაცულ ტერიტორიებზე, იქ სადაც დაშვებულია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური მიზნით სარგებლობა და სპეციალური ჭრების ჩატარება, "ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის  (შემდგომში-ტყითსარგებლობის წესი) 272 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მარტივი ადმინისტრაციული წესით, მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის 1 წლამდე ვადით უფლების მინიჭების და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების (მათ შორის, ,,საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების)) განხორციელების თაობაზე;

ჟ) დაცულ ტერიტორიებზე, იქ სადაც დაშვებულია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური მიზნით სარგებლობა და სპეციალური ჭრების ჩატარება, მიიღოს გადაწყვეტილება ტყითსარგებლობის წესის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არსებული ობიექტების ფუნქციონირების, რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის) ან დემონტაჟისათვის საჭირო მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრების განხორციელების, აგრეთვე „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების უფლების მინიჭების თაობაზე;

რ) კომპეტენციის ფარგლებში შეითანხმოს ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებლისათვის სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების შემთხვევაში  საკომპენსაციო ან/და შემარბილებელი ღონისძიებები.“

2. დებულების მე-12 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია“; 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვენებისთანავე, ხოლო ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი გავრცელდეს 2016 წლის 17 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.05.2016.
როდის იქნა მიღებული „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.05.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 360050000.22.023.016385.
რამდენი მუხლისგან შედგება „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.05.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №19, 27.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016385 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3285776/