1. მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

2. (ამოღებულია - 30.06.2023, №3448).

3. კომისია ვალდებულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა.

4. (ამოღებულია - 30.06.2023, №3448).

5. მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების უფლება.

(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 71-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მაუწყებლისთვის სანქციის დაკისრების შესაძლებლობას არასრულწლოვნისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის/მასალის პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას გადაცემისათვის ისეთ პირობებში, როდესაც მაუწყებელმა შესაბამის გარემოებებში სიფრთხილის ყველა შესაძლებელი ღონისძიების მიმართვის მიუხედავად, ვერ განჭვრიტა და არ შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა ამგვარი მასალის ეთერში მოხვედრის შესაძლებლობა) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/1537 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.

6. (ამოღებულია - 30.06.2023, №3448).

7. გაფრთხილების, დაჯარიმების, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი უფლებამოსილია ლიცენზიის მოქმედების არამართლზომიერი შეჩერების/ავტორიზაციის არამართლზომიერი შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის არამართლზომიერი გაუქმების გამო მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ოდენობას ადგენს სასამართლო.

საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1516 - სსმ I, №26, 06.06.2005წ., მუხ.176

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2565 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.35

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4319 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.37

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5020 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5021 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5921 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/1537 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023