1. ამ კანონის ამოქმედების დროისათვის დანიშნული კომისიის წევრები ინარჩუნებენ უფლებამოსილებას იმ ვადით, რომლითაც ისინი არიან დანიშნულნი. კომისიის დანარჩენი წევრები ინიშნებიან ამ კანონით დადგენილი წესით, ამ კანონის ამოქმედებისთანავე.
2. კომისიამ 2009 წლის 1 იანვრამდე მიიღოს ქცევის კოდექსი.
3. (ამოღებულია).
4. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოს საკუთარი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
5. ამ კანონის ამოქმედებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების დანიშვნამდე მოხდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ რეორგანიზაცია საზოგადოებრივ მაუწყებლად. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის საკუთრებაში გადაცემა.
6. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის განმავლობაში უზრუნველყოს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ბალანსზე არსებული იმ ტექნიკური საშუალებების საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის საკუთრებაში გადაცემა, რომლებიც უზრუნველყოფს მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ სატელევიზიო და რადიოპროგრამების გავრცელებას.
7. შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ყველა მფლობელის არადისკრიმინაციული, თანაბარი, პირდაპირი დაშვება მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებისა და მომსახურების თითოეულ თავისუფალ ელემენტზე, ხარჯზე ორიენტირებული, არადისკრიმინაციული ტარიფით. მოცემული პირობების შეუსრულებლობის გამო წარმოქმნილ დავებს განიხილავს კომისია.
8. სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების თავდაპირველი შერჩევა მოხდეს ამ კანონის პროცედურების დაცვით. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში ცხადდება კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე.
9. 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს შესაბამისად კომისიის წევრობის არანაკლებ 2 და სამეურვეო საბჭოს წევრობის არანაკლებ 2 კანდიდატურას თითო ვაკანტურ თანამდებობაზე.
91. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-13 პუნქტისა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება 2005 წელს კომისიის წევრობისა და სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებზე. თუ ამ კანონის მე-9, 25-ე და 26-ე მუხლებისა და 76-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ვერ მოხერხდა კომისიის წევრებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების ყველა ვაკანტური თანამდებობის შევსება, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 50 დღის ვადაში წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს კანდიდატურები იმ კანდიდატთა სიიდან, რომლებიც დასახელდნენ და შემოტანილი ჰქონდათ განაცხადი ამ მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების შესაბამისად გამოცხადებულ კონკურსზე. ამასთანავე, შეიძლება წარდგენილი იქნეს ნებისმიერი კანდიდატი, გარდა იმ პირისა, რომელსაც პირველად წარდგენის დროს პარლამენტში კენჭისყრისას უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ვიდრე მომხრე. ამ პუნქტის შესაბამისად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატის დანიშვნაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
10. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დანიშნულ სამეურვეო საბჭოს წევრთა შორის ტარდება წილისყრა, რომლის შედეგადაც განისაზღვრება სამეურვეო საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა ისე, რომ სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედის უფლებამოსილების ვადა იყოს 2 წელი, ერთი მესამედის – 4 წელი და ერთი მესამედისა – 6 წელი.
11. კომისიამ 2006 წლის 1 ივლისამდე მიიღოს დადგენილება ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ.
12. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში განახორციელოს გაცემული ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის, მაუწყებლების ვალდებულებებთან დაკავშირებით.
13. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში განახორციელოს იმ ლიცენზიების მოდიფიცირება, რომელთა სამოქმედო ზონა უფრო მცირეა, ვიდრე ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ კომისიის დადგენილებით განსაზღვრული სამოქმედო ზონები.
14. ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა ლიცენზიის ისეთი მოდიფიცირების შესახებ, რომელიც იწვევს სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას, ძალაში შევიდეს ამ კანონის 76-ე მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემდეგ.
15. ამ კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებით, 65-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 66-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეკლამისა და ტელეშოპინგის განთავსებისა და ხანგრძლივობის ვალდებულებები კერძო მაუწყებლობისა და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა მიმართ ძალაში შევიდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის შემდეგ. ამ კანონსა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონს შორის წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გამოიყენება ამ კანონის დებულებანი.
16. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის ამ კანონთან შესაბამისობა.
17. საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მქონე, სახელმწიფო წილის მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო წილის პრივატიზება ან შესაბამისი იურიდიული პირების ლიკვიდაცია.
18. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდეს ტელერადიომაუწყებლობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიისა) რეორგანიზაცია კერძო სამართლის იურიდიულ პირებად, ხოლო შემდგომი 6 თვის განმავლობაში – საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო წილის პრივატიზება.
19. საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2011 წლის 1 ნოემბრისა მოამზადოს წინადადებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის რეორგანიზაციის თაობაზე.
20. ამ კანონის ამოქმედებიდან 2006 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
21. (ამოღებულია).
22. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტითა და 58-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოსახლეობის არანაკლებ 90%-იანი შეზღუდვის ნაცვლად მოქმედებს მოსახლეობის არანაკლებ 70%-იანი შეზღუდვა.
23. (ამოღებულია).
24. თუ ამ კანონით დადგენილია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიების გაცემისა და სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმების განხორციელების „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისაგან განსხვავებული წესი, აგრეთვე პასუხისმგებლობის განსხვავებული ფორმა ან/და ოდენობა, გამოიყენება ეს კანონი.
25. (ამოღებულია – 22.05.2012, №6256).
26. კომისიის მიერ ლიცენზიის საფუძველზე გაცემული ან/და კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირის შეცვლა ლიცენზიის მოქმედების ან/და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში შეიძლება ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით. იმ შემთხვევაში, თუ რადიოსიხშირის შეცვლით პირს მიადგა ზიანი, მიყენებული ზიანის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, ხოლო გადახდის პირობები და ფორმა – ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კომისიის მიერ.
27. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება მაუწყებლებმა უზრუნველყონ 2007 წლის 1 ივლისამდე.
28. კომისიამ ამ კანონის 511 მუხლით გათვალისწინებული დადგენილება მიიღოს 2009 წლის 1 სექტემბრამდე.
29. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არა უგვიანეს 2012 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის წარდგენა, ასევე შესაბამისობის დეკლარაციის ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება.
30. მაუწყებელს, რომლის საეთერო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა 2015 წლის 17 ივნისამდე ეწურება, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით უგრძელდება ამ ლიცენზიის მოქმედების ვადა საქართველოში ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლამდე – 2015 წლის 17 ივნისამდე, კომისიის გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში მაუწყებელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს, აგრეთვე ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას ლიცენზიის მოქმედების ვადის პირდაპირპროპორციულად.
31. ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებულ სპონსორის მიერ ნაწილობრივ ან მთლიანად დაფინანსებულ პროგრამაში და მაუწყებლის მიერ საკუთარ ან/და დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში სპონსორზე მითითება მოკლე უნდა იყოს და არ უნდა აღემატებოდეს სამაუწყებლო საათში 4 წუთს.
32. ამ კანონის 63-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ახალი ამბების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 15 წუთში ერთხელ.
33. კომისიამ 2016 წლის 15 იანვრამდე დაადგინოს სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები, აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივის (აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივა) შესაბამისად და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით.
34. იმ ლიცენზიის მოქმედება, რომელსაც ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად გაგრძელებული მოქმედების ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე ეწურება, გაგრძელდეს უსასყიდლოდ, 2026 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე.
35. კომისიამ 2025 წლის 1 იანვრამდე დაადგინოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული (აუდიოდესკრიფციით, ტელეტექსტური მომსახურებით, სუბტიტრებითა და ჟესტების ენით) პროგრამების მომზადებისა და განთავსების წესი.
36. მედიამომსახურების მიმწოდებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი 2029 წლის 1 იანვრამდე ვალდებული არიან უზრუნველყონ განთავსებული პროგრამების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა.
37. კომისიამ 2024 წლის 1 ივლისამდე მიიღოს გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი. ამ აქტის მიღებამდე არ მოქმედებს ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის და ამ კანონის 456 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებები ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისთვის.
38. კომისიამ 2024 წლის 1 ივლისამდე შეიმუშაოს სახელმძღვანელო მითითებები ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებული ვალდებულებისგან გათავისუფლების მიზნით დაბალი შემოსავლის ან/და მცირერიცხოვანი აუდიტორიის მქონე აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის განსაზღვრის შესახებ. აღნიშნული სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებამდე გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე ვრცელდება ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებული ვალდებულება.
39. (ამოღებულია - 30.06.2023, №3448).
40. კომისიამ 2024 წლის 1 ივლისამდე დაადგინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მედიამომსახურების განგრძობითად და პროგრესირებადად ხელმისაწვდომობისა და აღნიშნული პირებისთვის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ ონლაინპორტალის ფუნქციონირების წესი.
41. (ამოღებულია - 30.06.2023, №3448).
საქართველოს 2005 წლის 20 მაისის კანონი №1475 - სსმ I, №23, 25.05.2005წ., მუხ.160
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2565 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.35
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4319 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.37
საქართველოს 2007 წლის 11 აპრილის კანონი №4611 - სსმ I, №14, 18.06.2007წ., მუხ.113
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №6011 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.76
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №66 - სსმ I, №12, 14.07.2008წ., მუხ.88
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №889 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.293
საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1555 - სსმ I, №24, 13.08.2009წ., მუხ.135
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2471 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.397
საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4525 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2092 - ვებგვერდი, 12.03.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3088 - ვებგვერდი, 12.03.2015წ.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1017 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.06.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 7-ჯერ.
- 30.06.2023 კანონი №3448
- 22.12.2022 კანონი №2482
- 16.11.2021 კანონი №1017
- 19.02.2015 კანონი №3088
- 07.03.2014 კანონი №2092
- 22.05.2012 კანონი №6256
- 08.04.2011 კანონი №4525
წინა რედაქცია (18.01.2005 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 76. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი 1. ამ კანონის ამოქმედების დროისათვის დანიშნული კომისიის წევრები ინარჩუნებენ უფლებამოსილებას იმ ვადით, რომლითაც ისინი არიან დანიშნულნი. კომისიის დანარჩენი წევრები ინიშნებიან ამ კანონით დადგენილი წესით, ამ კანონის ამოქმედებისთანავე. 2. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 12009 წლის გ1 იანმავლობრაში მდე მიიღოს ქცევის კოდექსი. 3. კომისი(ა არ არის უფლებამოსილი, ქცევის კოდექსის მიღებამდე გამოიყენოს ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სანქცია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე, 57-ე ან 59-ე მუხლის დარღვევისათვის). 4. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოს საკუთარი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 5. ამ კანონის ამოქმედებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების დანიშვნამდე მოხდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ რეორგანიზაცია საზოგადოებრივ მაუწყებლად. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის საკუთრებაში გადაცემა. 6. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის განმავლობაში უზრუნველყოს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ბალანსზე არსებული იმ ტექნიკური საშუალებების საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის საკუთრებაში გადაცემა, რომლებიც უზრუნველყოფს მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ სატელევიზიო და რადიოპროგრამების გავრცელებას. 7. შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ყველა მფლობელის არადისკრიმინაციული, თანაბარი, პირდაპირი დაშვება მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებისა და მომსახურების თითოეულ თავისუფალ ელემენტზე, ხარჯზე ორიენტირებული, არადისკრიმინაციული ტარიფით. მოცემული პირობების შეუსრულებლობის გამო წარმოქმნილ დავებს განიხილავს კომისია. 8. სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების თავდაპირველი შერჩევა მოხდეს ამ კანონის პროცედურების დაცვით. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში ცხადდება კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე. 9. 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს შესაბამისად კომისიის წევრობის არანაკლებ 2 და სამეურვეო საბჭოს წევრობის არანაკლებ 2 კანდიდატურას თითო ვაკანტურ თანამდებობაზე. 91. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-13 პუნქტისა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება 2005 წელს კომისიის წევრობისა და სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებზე. თუ ამ კანონის მე-9, 25-ე და 26-ე მუხლებისა და 76-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ვერ მოხერხდა კომისიის წევრებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების ყველა ვაკანტური თანამდებობის შევსება, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 50 დღის ვადაში წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს კანდიდატურები იმ კანდიდატთა სიიდან, რომლებიც დასახელდნენ და შემოტანილი ჰქონდათ განაცხადი ამ მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების შესაბამისად გამოცხადებულ კონკურსზე. ამასთანავე, შეიძლება წარდგენილი იქნეს ნებისმიერი კანდიდატი, გარდა იმ პირისა, რომელსაც პირველად წარდგენის დროს პარლამენტში კენჭისყრისას უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ვიდრე მომხრე. ამ პუნქტის შესაბამისად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატის დანიშვნაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. 10. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დანიშნულ სამეურვეო საბჭოს წევრთა შორის ტარდება წილისყრა, რომლის შედეგადაც განისაზღვრება სამეურვეო საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა ისე, რომ სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედის უფლებამოსილების ვადა იყოს 2 წელი, ერთი მესამედის – 4 წელი და ერთი მესამედისა – 6 წელი. 11. კომისიამ ამ კანონ2006 წლის ამოქმედებ1 იდან 6 თვლის განმავლობაშიდე მიიღოს შესაბამისი დადგენილება ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ. 12. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში განახორციელოს გაცემული ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის, მაუწყებლების ვალდებულებებთან დაკავშირებით. 13. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში განახორციელოს იმ ლიცენზიების მოდიფიცირება, რომელთა სამოქმედო ზონა უფრო მცირეა, ვიდრე ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ კომისიის დადგენილებით განსაზღვრული სამოქმედო ზონები. 14. ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა ლიცენზიის ისეთი მოდიფიცირების შესახებ, რომელიც იწვევს სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას, ძალაში შევიდეს ამ კანონის 76-ე მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემდეგ. 15. ამ კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებით, 65-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 66-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეკლამისა და ტელეშოპინგის განთავსებისა და ხანგრძლივობის ვალდებულებები კერძო მაუწყებლობისა და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა მიმართ ძალაში შევიდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის შემდეგ. ამ კანონსა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონს შორის წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გამოიყენება ამ კანონის დებულებანი. 16. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის ამ კანონთან შესაბამისობა. 17. სამ კქანრთველონის ამთავროქმედებიდან 1მ 2011 წლის გ1 იანმავლობრაშიმდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელდეოს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მქონე, სახელმწიფო წილის მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო წილის პრივატიზება ან შესაბამისი იურიდიული პირების ლიკვიდაცია. 18. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდეს ტელერადიომაუწყებლობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიისა) რეორგანიზაცია კერძო სამართლის იურიდიულ პირებად, ხოლო შემდგომი 6 თვის განმავლობაში – საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო წილის პრივატიზება. 19. საქართველოს მთავრობამ ამ კრანონ უგვის ამოქმედებიდან 1ეს 2011 წლის გა1 ნმავლოემბაშრისა მოამზადოს წინადადებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის რეორგანიზაციის შესთახეობაზე. 20. ამ კანონის ამოქმედებიდან 2006 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 21. 2006 წ(ამოღებულია). 22. ამ კანონის 1 ამოქმედებიდანვრ 5 წლიდს განმავლობაში ამ კანონის 33მე-2 მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით, მე-40 მუხლის მე-2 –პუნქტითა და 58-ე მუხლის მე-42 პუნქტით დადგენილი მოსახლეობის არანაკლებ 90%-იანი შეზღუდვის ნაცვლად მოქმედებას მდე ოსაზხლეოგბის არანაკლებ 70%-იანი შეზღუდვა. 23. (ამოღებრულივა). 24. თუ ამ კანონით დადგენილია მაუწყებლობის დასფეროში ლიცენზიების გაცემისა და სალიცენზიო პირობების შესრულების ძშემოწმების განხორცითელების „ლიცენზიებისა დ წყა ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისაგან განსხვავებული წესი, აგრეთვე პასუხისმგებლობის განსხვავებული ფორმა ან/და ოდენობა, გამოიყენება ეს კანონი. 25. (ამოღებულია – 22.05.2012, №6256). 26. კომისიის მიერ ლიცენზიის საფუძველზე გაცემული ან/და კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირის შეცვლა ლიცენზიის მოქმედების ან/და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში შეიძლება ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით. იმ შემთხვევაში, თუჯ რადიოსიხშირის შეტცვლი. თ პირს მიადგაფ ზიანი, მიყენებული ზიანის კომპებნსაციის ოდენობა განისაზღვრება დამთოუკიდებელი ანუდი შტორული დასკვნის საფუძველზე, ხოლო გადახდის პირობები და ფორმა – ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კომისიის მიერ. 27. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალის ღწინებული მოთხოვნების შესრულება მაუწყებლებმა უზრუნველყონ 2007 წლის 1 ივლისამდე. 28. კომისიამ ამ კანონის 511 მუხლით გათვალისწინებული დადგენილება მიიღოს 2009 წლის 1 სექტემბრამდე. 29. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არა უგვიანეს 2012 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებ 0ული მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის წარდგენა,15%- ასევე შესაბამისობის დეკლარაციის ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება. 2230. მაუწყებელს, რომ კლის სანეთერონ ტელემაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა 2015 წლის 17 ივნ 5 ისამდე ეწურება, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით უგრძელდება ამ ლიცენზიის მოქმედების ვადა საქართველოში ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლამდე – 2015 წლის 17 ივნისამდე, კომისიის გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში მაუწყებელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს, აგრეთვე ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას ლიცენზიის მოქმედების ვადის პირდაპირპროპორციულად. 31. ამ კანონის 68-2ე მუხლით გათვალის „წინებულ სპონსორის მიერ ნა“ წილობრივ ან მთლიანად და „ფინანსებულ პროგრამაში და მაუწყებლის მიერ საკუთ“ ქარ ან/და დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში სპონსორზე მითითება მოკლე უნქდა იყოს და არ უნდა აღემატებოდეს სამაუწყებლო საათში 4 წუთ, ს. 32. ამე კანონის 63-40ე მუხლის მე-213 პუნქტით გა დთვა 58-ლისწინე მბული ახალი ამბების პროგრამა რე-2 კლამით ან ტელეშოპუინქგით შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 15 წუთში ერთხელ. 33. კომისიამ 2016 წლის 15 იანვრამდე დაადგინოს სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები, აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებ 90%-ულებების კოორდინაციის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივის (აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივა) შესაბამისად და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით. 34. იმ ლიცენზიის მოქმედება, რომელსაც ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად გაგრძელებული მოქმედების ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე ეწურება, გაგრძელდეს უსასყიდლოდ, 2026 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე. 35. კომისიამ 2025 წლის 1 იანვრამდე დაადგინოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული (აუდიოდესკრიფციით, ტელეტექსტური მომსახურებით, სუბტიტრებითა და ჟესტების ენით) პროგრამების მომზადებისა და განთავსების წესი. 36. მედიამომსახურების მიმწოდებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი 2029 წლის 1 იანვრაკმდე ვალდებ 70%-ული არიან უზრუნველყონ განთავსებული პროგრამების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა. 2337. კომისიამ 2024 წლის 1 ივლისამდე მიიღოს გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი. ამ აქტის მიღებამდე არ მოქმედებს ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები გამოქძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის და ამ კან 1 ონის 456 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელების ვალდებულებები ვიდეოგაზიარების პლაშტფორმის მომსახურების მიმწოდებლისთვის. 38. კომისიამ 2024 წლის 1 ივლისამდე შეიმუშაოს სახელმძღვანელო მითითებები ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებული ვალდებულებისგან გათავისუფლების მიზნით დაბალი შემოს პარვლის ან/და მცირერიცხოვანი აუდიტორიის მქონე აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის განსაზღვრის შესახებ. აღნიშნული სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებამდე გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე ვრცელდება ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებული ვალდებულება. 39. (ამოღებულია - 30.06.2023, №3448). 40. კომისიამ 2024 წლის 1 ივლისამდე დაადგინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მედიამომსახურების განგრძობითად და პროგრესირებადად ხელმისაწვდომობისა და აღნიშნული პირებისთვის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწყვდომობის შესახებ ონლაინპორტალის ფუნქციონირების გწესი. 41. (ამოღებულია - 30.06.2023, №3448). საქართველოს 2005 წლის 20 მაისის კანონი №1475 - სსმ I, №23, 25.05.2005წ., მუხ.160 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2565 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.35 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4319 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.37 საქართველოს 2007 წლის 11 აპრილის კანონი №4611 - სსმ I, №14, 18.06.2007წ., მუხ.113 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №6011 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.76 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №66 - სსმ I, №12, 14.07.2008წ., მუხ.88 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის შკანონი №889 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.293 საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1555 - სსმ I, №24, 13.08.2009წ., მუხ.135 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2471 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.397