საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შემოწმების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შემოწმების თაობაზე
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვასთან დაკავშირებით დაისვა საკითხი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შესწავლის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 216-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დაევალოს საქართველოს კონტროლის პალატას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შესწავლის მიზნით არაგეგმური რევიზიისა და შემოწმების ჩატარება.
2. ამ დადგენილების პირველ პუნქტში აღნიშნული რევიზიისა და შემოწმების პერიოდად განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ მიმართ განხორციელებული ბოლო გეგმური რევიზიისა და შემოწმების შემდგომი პერიოდი.
3. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ანგარიში ამ დადგენილების შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და ჩატარებული არაგეგმური რევიზიისა და შემოწმების მასალები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას 2005 წლის 15 თებერვლამდე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2004 წლის 26 ნოემბერი.
№620–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შემოწმების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შემოწმების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.02.2005.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შემოწმების თაობაზე“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შემოწმების თაობაზე“ მიღებულია 26.11.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №620. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შემოწმების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 11.02.2005-დან.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შემოწმების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.02.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შემოწმების თაობაზე“, №620, 26.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.02.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/42742/