ზოგიერთი სამინისტროსათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2012 წლის განმავლობაში გასაწევი მომსახურების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№72
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 18/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №72

2012 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

ზოგიერთი სამინისტროსათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2012 წლის განმავლობაში გასაწევი მომსახურების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის № 506 დადგენილების დანართის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების 2012 წლის, მათ შორის, იანვარში, შენახვის მომსახურების შესყიდვისათვის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქვემოთ ჩამოთვლილმა სახელმწიფო დაწესებულებებმა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უზრუნველყონ ხელშეკრულებების გაფორმება შემდეგი ოდენობის თანხებზე:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის გამოყოფილი ასიგნებიდან – 52 045.50 ლარის ოდენობით;

ბ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან – 29 698.50 ლარის ოდენობით;

გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებიდან – 82 442 ლარის ოდენობით;

დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანოებმა – საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოებისათვის – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისათვის გამოყოფილი ასიგნებიდან – 171 694 ლარის ოდენობით.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური