ზოგიერთი სამინისტროსათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2011 წლის განმავლობაში გასაწევი მომსახურების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№105
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 26/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №105

2011 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

ზოგიერთი სამინისტროსათვის საქართველოს იუსტიციის  სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო  სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2011 წლის განმავლობაში გასაწევი მომსახურების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ

„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების 2011 წლის, მათ შორის, იანვარში შენახვის მომსახურების შესყიდვის მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის საფუძველზე, ქვემოთ ჩამოთვლილმა სახელმწიფო დაწესებულებებმა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უზრუნველყონ ხელშეკრულებების გაფორმება შემდეგი ოდენობის თანხებზე:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ – ჯანმრთელობის განყოფილებების, საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებების, მთავარი ექიმის აპარატების, საავადმყოფოების, პოლიკლინიკების, ამბულატორიების, სანეპიდსადგურების, პროფდეზგანყოფილებების, სამედიცინო სასწავლებლებისა და ტექნიკუმების, სანატორიუმების, ჯანმრთელობის დაცვის რაიონული ცენტრებისა და აფთიაქების ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების შენახვისათვის „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის გამოყოფილი ასიგნებიდან – 89 304 ლარის ოდენობით;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – სატყეო სააგენტომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – სატყეო სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებიდან – 40 352 ლარის ოდენობით;

გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებიდან – 172 712 ლარის ოდენობით;

დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი რესურსცენტრებისათვის გამოყოფილი ასიგნებიდან – 176 964 ლარის ოდენობით.  

პრემიერ-მინისტრი                   ნ. გილაური