ზოგიერთი სამინისტროსათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2010 წლის განმავლობაში გასაწევი მომსახურების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№137
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).0.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 09/02/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №137

2010 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

ზოგიერთი სამინისტროსათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2010 წლის განმავლობაში გასაწევი მომსახურების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ

„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების 2010 წლის, მათ შორის იანვარში, შენახვის მომსახურების შესყიდვის მიზნით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ქვეპუნქტის საფუძველზე, ქვემოთ ჩამოთვლილმა სახელმწიფო დაწესებულებებმა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით უზრუნველყონ ხელშეკრულებების გაფორმება შემდეგი ოდენობის თანხებზე:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ – ჯანმრთელობის განყოფილებების, საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებების, მთავარი ექიმის აპარატების, საავადმყოფოების, პოლიკლინიკების, ამბულატორიების, სანეპიდსადგურების, პროფდეზგანყოფილებების, სამედიცინო სასწავლებლებისა და ტექნიკუმების, სანატორიუმების, ჯანმრთელობის დაცვის რაიონული ცენტრებისა და აფთიაქების ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების შენახვისათვის „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან – 89 992 ლარის ოდენობით;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან – 40 762 ლარის ოდენობით;

გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან – 172 712 ლარის ოდენობით.

პრემიერ-მინისტრი                                                                                          ნ. გილაური