ზოგიერთი სამინისტროსათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2013 წლის განმავლობაში გასაწევი მომსახურების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№236
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 11/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №236

2013 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

ზოგიერთი სამინისტროსათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2013 წლის განმავლობაში გასაწევი მომსახურების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შე­საბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქარ­თ­ვე­ლოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებუ­ლი საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადე­ბის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დე­კემ­ბრის N506 დადგენილებით დამტკიცებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქ­ტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, საჯარო სამართლის იური­დი­უ­ლი პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ხანგრძლი­ვად შესანახი დოკუმენტების 2013 წლის, მათ შორის, იანვარსა და თე­ბერ­ვალში, შე­ნახ­ვის მომსახურების შესყიდვის მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქ­ტის „დ“ ქვეპუნ­ქტის საფუძველზე, ქვემოთ ჩამოთვლილმა სახელმწი­ფო დაწესებულე­ბებ­მა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უზ­რუ­ნ­ველ­ყონ ხელ­შეკრულებების გაფორმება შემდეგი ოდენობის თან­ხებზე:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის სამინისტრომ – „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლო­ბისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა­თვის გამოყოფილი ასიგნებიდან ‑ 80 608,50 ლარის ოდენობით;

ბ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამი­ნისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ – „საჯარო სამართ­ლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – ბუნებ­რი­­ვი რესურსების სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავ­ლე­ბი­დან – 31 701 ლარის ოდენობით;

გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართვე­ლოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გა­მო­­­ყოფილი ასიგნებიდან ‑ 139 522.50 ლარის ოდენობით;

დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სა­გან­მანათლებლო რესურსცენტრებისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქარ­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი საგან­მა­ნა­თ­ლებლო რესურსცენტრებისათვის გამოყოფილი ასიგნებიდან – 189940 ლარის ოდენობით.

პრემიერ‑მინისტრი                                                    ბ. ივანიშვილი