„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტები.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 18 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
– ლევან ბეჟაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე);
– ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორი;
– კახაბერ ბარათაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე;
– გიორგი ბოკერია – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
– ვალერიან გელბახიანი – საქართველოს პარლამენტის წევრი;
– ნიკოლოზ გვარამია – საქართველოს პარლამენტის წევრი;
– ანა დოლიძე – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;
– ლევან იზორია – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინის-ტროს პოლიციის აკადემიის რექტორი;
– ნინო კალანდაძე – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
– პავლე კუბლაშვილი – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი;
– კონსტანტინე კუბლაშვილი – საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარების და რეფორმების ფონდის დირექტორი;
– ქეთევან მახარაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი;
– ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
– გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
– ნუგზარ შოშიაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი;
– გიორგი ცაგარეიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი;
– გიორგი ხუბუა – სამართლის ინსტიტუტის დირექტორი;
– გიორგი ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2004 წლის 22 დეკემბერი.
№716–რს