საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville-sur-Orge) საქართველოსათვის გადმოცემის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 18.05.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №836
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021346
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/05/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.05.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის „ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2015)“ 2016 წლის 20 აპრილს გაფორმებულ შეთანხმებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე "სსიპ-საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2086 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დაწესებულება „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემიის“ მმართველი საბჭოს შექმნის შესახებ სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville-sur-Orge) საქართველოსათვის გადმოცემის უზრუნველსაყოფად
საჭირო ღონისძიებათა შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.p1, li.p1, div.p1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:13.0pt; color:#454545;}
p.p2, li.p2, div.p2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:13.0pt; color:#454545;}
span.s1 { font-weight:normal; font-style:normal;}
span.s2 { font-weight:normal; font-style:normal;}
span.apple-converted-space {}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №836
2016 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville-sur-Orge) საქართველოსათვის გადმოცემის უზრუნველსაყოფად
საჭირო ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 1🔗
1. ცნობად იქნეს მიღებული, მოცემული ეტაპისათვის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და წარმომადგენლების მიერ, ქართველი ხალხის სახსრებით, საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville-sur-Orge) საქართველოსათვის გადმოცემის მიზნით წარმოებული მოლაპარაკებების დასრულება.
2. მოწონებულ იქნეს 2016 წლის 9 აპრილს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიღწეული შეთანხმება, ერთი მხრივ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრებისა და წარმომადგენლების შთამომავლებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის.
3. დამტკიცდეს თანდართული დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება 2016 წლის 9 აპრილის შეთანხმებას და, ასევე, იზიარებს ამ შეთანხმებაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრებისა და წარმომადგენლების შთამომავლების მიერ 2016 წლის 28 აპრილს წარდგენილი დამატებების უმრავლესობას, როგორც „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრებისა და წარმომადგენლების შთამომავლების მიერ ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის პოზიცია“.
მუხლი 2🔗
1. ეთხოვოთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრებისა და წარმომადგენლების შთამომავლებს, ამ განკარგულებითა და მისი დანართით გათვალისწინებული პირობებით, განახორციელონ ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის შესახებ წინასწარი თანხმობის აქტზე საზეიმო ხელმოწერა, ქ. თბილისში, 2016 წლის 26-27 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამ განკარგულების დანართით წარმოდგენილი პროექტის განხორციელების მიზნით, აუცილებელი სახსრები 2017-2027 წლებისათვის გაითვალისწინოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მომზადებისას.
3. დაევალოთ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის შესახებ წინასწარი თანხმობის აქტისა და ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის საბოლოო აქტის ხელმოწერისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
4. ეთხოვოთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრებისა და წარმომადგენლების შთამომავლებს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი თანხმობის აქტზე ხელმოწერის შესაძლებლობის/შეუძლებლობის მიუხედავად, ამ განკარგულების საფუძველზე, ამავე განკარგულებით გათვალისწინებული პირობებით, ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის საბოლოო აქტს ხელი მოაწერონ 2016 წლის 20 სექტემბრამდე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი