დაწესებულება „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემიის“ მმართველი საბჭოს შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2465
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022628
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №24 65

2016 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

დაწესებულება „პირველი რესპუბლიკის  ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალურ ი ცენტრი. ლევილის ქართული აკადემიის“  მმართველ ი საბჭოს შექმნის შესახებ

1. „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville-sur-Orge) საქართველოსათვის გადმოცემის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №836 განკარგულებით დამტკიცებული დანართის − „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრებისა და წარმომადგენლების შთამომავლების მიერ ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის პოზიციის“ (შემდგომ − განკარგულების დანართი) შესაბამისად, შეიქმნას დაწესებულება „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალურ ი ცენტრ ი. ლევილის ქართული აკადემიის“ მმართველ ი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ზვიად გონაძე − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მმართველი საბჭოს თავმჯდომარე;

ლევან ხარატიშვილი − საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე;

ლია გიგაური − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

გიორგი კაკაურიძე − საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ირმა ქავთარაძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

გოჩა ჯავახიშვილი „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის წევრი, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;

ეკატერინე სისაური − საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;

ირენ ციციშვილი „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის წევრი ფრანგული მხრიდან, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის სანოტარო აქტის ხელმომწერ ი ოჯახების წარმომადგენელი;

ტიერი ბერიშვილი „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის წევრი ფრანგული მხრიდან, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის სანოტარო აქტის ხელმომწერ ი ოჯახების წარმომადგენელი.

2. განკარგულების დანართით განს ა ზღვრული პირობების შესაბამისად, ეთხოვოთ საფრანგეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის დანარჩენ წარმომადგენლებს, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ მოწვეული წარმომადგენლობითი კრების ფარგლებში დაასახელონ მმართველი საბჭოს ორი წარმომადგენელი.

3. ეთხოვოს ლევილის მერს, ერიკ ბრევს, სურვილის შემთხვევაში, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, მმართველი საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა.

4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს საჭირო ღონისძიებათა გატარება 2017 წლის 1 იანვრიდან ლევილის მამულის მმართველობის გადმობარებისა და ამ მმართველობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით. 

5. 2017 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მხრიდან გაგრძელებულად ჩაითვალოს ლევილში 2016 წლის 23 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმება ლევილის მამულის 2016 წლის 23 ნოემბრამდე დროებით მართვაში ასოციაცია „ქართული კერისთვის“ დატოვების შესახებ.

პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                   გიორგი კვირიკაშვილი