დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებისა და „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით პარიტეტული კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №201 4
2012 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებისა და „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით პარიტეტული კომისიის შექმნის შესახებ
1. მიენიჭოს სპეციალური უფლებამოსილება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს კონსტანტინე სურგულაძეს, რათა „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით აწარმოოს მოლაპარაკებები და ზემოაღნიშნულის უზრუნველსაყოფად ხელი მოაწეროს ყველა საჭირო დოკუმენტს .
2. „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით:
ა) შეიქმნას პარიტეტული კომისია (შემდგომში-კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
| კონსტანტინე სურგულაძე | - | დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე |
| ალექსანდრე მარგიშვილი | - | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი |
| გოჩა ჯავახიშვილი | - | საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, კომისიის წევრი; |
ბ) კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
| ირენ ციციშვილს | - | „ქართული კერას“ წარმომადგენელს |
| ტიერი ბერიშვილს | - | „ქართული კერას“ წარმომადგენელს |
| ეთერ ფაღავას | - | „ქართული კერას“ წარმომადგენელს. |
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი