„საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვისა და უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№663
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016972
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №663

2014 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

 „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვისა და უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს მომლაპარაკებელთა ჯგუფს შემდეგი შემადგენლობით:

გენადი არველაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; მომლაპარაკებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი; მანვე უზრუნველყოს „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების პროცესის საერთო ხელმძღვანელობა და წარმართვა;

ნინო ქაჯაია – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი;

მარიამ გოცირიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებისა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი;

სოფიო კუპრაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

ანა სიაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი;

მანანა ტეტელოშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის საგადასახადო პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

პრემიერ-მინისტრი                                                   ი. ღარიბაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვისა და უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვისა და უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.04.2014.
როდის იქნა მიღებული „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვისა და უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე?
„საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვისა და უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე მიღებულია 11.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №663. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016972.
სად არის „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვისა და უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.04.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვისა და უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე, №663, 11.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016972 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2329786/