„თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვისა და უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1980
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017965
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №19 80

2014 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვისა და უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაიმართოს მოლაპარაკება „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს მომლაპარაკებელთა ჯგუფს შემდეგი შემადგენლობით:

გენადი არველაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; მომლაპარაკებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი; მანვე უზრუნველყოს „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების პროცესის საერთო ხელმძღვანელობა და წარმართვა;

მარიამ გოცირიძე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებისა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი;

კოკა ჭედია - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის მრჩეველი;

გიორგი კობახიძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის III მდივანი;

მანანა ტეტელოშვილი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის საგადასახადო პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

პრემიერ-მინისტრი                                ი . ღარიბაშვილი