სს „მშენებლის“ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება სს „მშენებლის“ (ს/კ 202052492) რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

2016 წლის 15 ივნისს 12:00 საათზე ჩატარდება სს „მშენებელის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.

დღის წესრიგი:

1. სს „მშენებელში“ 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აკუმულირებული გაუნაწილებელი მოგების დივიდენდის სახით განაწილება.

2. დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ.

3. დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის შესახებ.

სს „მშენებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2016 წლის 20 მაისი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციებზე საკუთრების უფლება ჰქონდათ ამ დღისათვის.

კრების ჩატარებამდე 10 (ათი) დღის განმავლობაში, 10:00 საათიდან 17:30 საათამდე, სს „მშენებლის“ აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სს „კავკასრეესტრი“, შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება, რისთვისაც თან უნდა იქონიოთ სათანადო საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.

2016 წლის 15 ივნისს 11:00 საათიდან 12:00 საათამდე ხმის უფლების მქონე აქციონერებმა ან/და მათ უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა კრებაზე დასასწრებად უნდა გაიარონ რეგისტრაცია.

კრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 51, პირველი კვარტალი, კორპუსი 10.

 

პატივისცემით,

ჯემალ სიდამონიძე

სს „მშენებლის“ გენერალური დირექტორი

 

სამეთვალყურეო საბჭოს და გენერალური დირექტორის რეკომენდაციები სს „მშენებლის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით

1. დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:

რეკომენდაცია: განაწილდეს სს „მშენებელში“ 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აკუმულირებული გაუნაწილებელი მოგება დივიდენდის სახით.

 

2. დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:

რეკომენდაცია: დივიდენდის სააღრიცხვიო დღედ განისაზღვროს 2016 წლის 7 ივნისი

 

3. დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:

რეკომენდაცია: დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 25 ივნისი.