„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
390010000.22.023.016387
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №21

2016 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, 390010000.22.023.016150) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების საკითხის შეთანხმება;

2) სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დაზუსტებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და დაზუსტების შესახებ საკითხის დასმა;“.

2. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „მ1“,  „მ2“ და „მ3“ ქვეპუნქტები:

 „მ1) "ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის  (შემდგომში-ტყითსარგებლობის წესი) 272 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, მარტივი ადმინისტრაციული წესით, სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის 1 წლამდე ვადით უფლების მინიჭების და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების (მათ შორის, ,,საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების)) განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

 მ2) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ტყითსარგებლობის წესის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არსებული ობიექტების ფუნქციონირების, რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის) ან დემონტაჟისათვის საჭირო მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრების განხორციელების, აგრეთვე „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

3) ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებლისათვის სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების შემთხვევაში შესაბამისი საკომპენსაციო ან/და შემარბილებელი ღონისძიებების შეთანხმება;“.

3. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ხე-ტყის დამზადების სამსახური.“.

4. დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გაცემამდე სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის განსაზღვრული ტერიტორიის დარეგისტრირება საჯარო რეესტრში კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

5. დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „დ1“,„დ2“ და „დ3“ ქვეპუნქტები:

„დ1) სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე საკითხის განხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;

2) სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება და იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენა;

3) ფინანსურ დეპარტამენტთან ერთად ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის საკომპენსაციო საფასურის დაანგარიშება.“.

 

6. დებულების მე-7 მუხლის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ამოღებული იქნეს.
7. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის  71  მუხლი:

„მუხლი 71. ხე-ტყის დამზადების სამსახურის უფლებამოსილებები

ხე-ტყის დამზადების სამსახურის  უფლებამოსილებებია:

ა) სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას განხორციელებული სპეციალური ჭრებით ხე-ტყის დამზადების ორგანიზება;

ბ) სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად კოორდინირებული მუშაობა;

გ)  ხე-ტყის დამზადების საქმიანობის ფინანსური და ეკონომიკური ანალიზი;

დ) ხე-ტყის დამზადების მიმდინარეობის კოორდინაცია და კონტროლი;

ე) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებული  ტექნიკური დავალების მომზადება;

ვ) ხე-ტყის დამზადების პროცესის რისკ-ფაქტორების გამოვლენა, ანალიზი და შეფასება;

ზ) დამზადებული ან/და დასამზადებელი მერქნული რესურსის რეალიზაციის მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;

თ) სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;  

ი) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 17 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი