ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სვაზილენდის სამეფოს შორის

მიღების თარიღი 20.05.2016
ძალაში შესვლა 20.05.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1000/157
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016397
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2016
matsne.gov.ge 224 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.05.2016 მიღება
20.05.2016 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 98% 18.02.2015 საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 16.02.2019 ოქმი საქართველოსა და პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 04.10.2016 „საქართველოს მთავრობასა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 16.08.2019 ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ნამიბიის რესპუბლიკას შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 84% 05.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სვაზილენდის სამეფოს შორის ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სვაზილენდის სამეფოს შორის საქართველო და სვაზილენდის სამეფო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და სვაზილენდის სამეფოს შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას. მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად. წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან. შესრულებულია ქ. ნიუ იორკში, 2016 წლის 20 მაისს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სახელით --------------------------------------- მისი აღმატებულება ბ-ნი დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სვაზილენდის სამეფოს სახელით -------------------------------------- მისი აღმატებულება ბ-ნი ზველეთუ მნისი ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი