ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის დამტკიცების“ შესახებ
მიღების თარიღი 27.05.2016
ძალის დაკარგვა 24.03.2017
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016288
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე | ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 27.01.2012
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის დამტკიცების“ შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2016 წლის 27 მაისი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ,,სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის დამტკიცების’’ შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მე-16 მუხლის მე-3, მე-4 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის, საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ,,სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი’’ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 მარტის №8 დადგენილება, „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური
დახმარების გაცემისა და მიღების წესი
ეს წესი აწესრიგებს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური ფულადი დახმარების სახეებს, მიმღებ (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს, ასევე მისი მართლზომიერი გაცემის ძირითად და სახელმძღვანელო პრინციპებს. დადგენილება ითვალისწინებს დაეხმაროს და ხელი შეუწყოს ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (იურიდიული მისამართის მქონე მოქალაქეები) უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიღებაში და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.
თავი I
ფულადი სოციალური დახმარების სახეები
მუხლი 1🔗.
ფულადი სოციალური დახმარების სახეებია
1. ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი სოციალური დახმარების სახეები:
ა) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეჭირვებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ბ) 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
გ) 18 წლის ზემოთ გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ასევე ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
დ) ხანდაზმული (90 წლის და მეტი წლის) პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ე) მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ვ) ხონის მუნიციაპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ხარჯების თანადაფინანსება;
ზ) ჰემოდიალიზის (თირკმლის უკმარისობით) სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების ყოველთვიური ფულადი დახმარება ტრანსპორტით სარგებლობისათვის;
თ) ლეიკემიით დაავადებული ბენეფიციარების ყოველთვიური ფულადი დახმარება;
ი) ონკოდაავადებული ბენეფიციარების, რომლებიც საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას, ყოველთვიური ფულადი დახმარება;
კ) დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების (მეურვე, მზრუნველი) ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ლ) მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფულადი დახმარება;
მ) დედ-მამით ობოლი სტუდენტების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ნ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაინვალიდებული ვეტერანების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ო) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
პ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ჟ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებული, სალიკვიდაციო სამუშოებში მონაწილეების და გარდაცვლილის ოჯახის წევრების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
რ) სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი და უნგრეთი) მონაწილე ომის ვეტერანების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ს) გარდაცვლილი პირების (მიცვალებულთა) სარიტუალო მომსახურება.
2. ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის სოციალური დახმარებები:
ა) უკიდურესად შეჭირვებული ოჯახების, მზრუნველობამოკლებული პირების ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა;
ბ) ომის ვეტერანებისათვის, მასთან გათანაბრებული პირებისათვის, ჩერნობილის საავარიო სამუშაოთა მონაწილეებისთვის სატელეფონო, საკანალიზაციო და წყალმომარაგების ხარჯების დაფინანსება;
გ) ქ. ხონის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სსიპ –
სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად მიენიჭათ 65001-მდე სარეიტინგო ქულა და კომპაქტურად ჩასახლებული სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე ყველა დევნილს წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების დაფინანსება აუნაზღაურდეს არაუმეტეს: სასმელ წყალზე –
სულზე 1 ლარი და კანალიზაციის მომსახურების შემთხვევაში –
1,30 ლარი;
დ) მაღალმთიანი სოფლების –
ღვედისა და ძეძილეთის მოსახლეობის ქ. ხონის ცენტრამდე კვირაში ერთი დღით სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
თავი II
ფულადი სოციალური დახმარების სახეები
და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 2🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცეს იმ კატეგორიაზე, რომელსაც სსიპ –
მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს 65001-დან 90001-მდე სარეიტინგო ქულა, დახმარება განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით. დახმარება ასევე ვრცელდება იმ კატეგორიაზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მეთოდოლოგიის შესაბამისად სსიპ –
სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გადამოწმების შედეგად მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 57001-დან 65001– და არ იღებს ფულად სოციალურ დახმარებას –
მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.
2. მოქალაქემ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს:
ა) შუამდგომლობა, გაცემული შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ;
ბ) პირადობის მოწმობის (აიდიბარათის, პასპორტის) ქსეროასლი (საჭიროების შემთხვევაში საინფორმაციო ბარათი –
სსგს სერვისების განვითარების სააგენტოდან);
გ) სსიპ –
სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებიდან –
ამონაწერი სარეიტინგო ქულის შესახებ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი;
ე) ცნობა სოციალური მდგომარეობის შესახებ, გაცემული შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ;
3. აღნიშნული ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა ღატაკ ოჯახებზე წელიწადში ერთხელ და არ გაიცემა სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებზე.
4. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 3🔗.
18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვების (მეურვეს, მზრუნველს) მიეცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება, 1 ბავშვზე 200 ლარის ოდენობით.
2. ფულადი დახმარების მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვების მეურვემ, მზრუნველმა და მხარდამჭერმა, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ, სსიპ –
სოციალური მომსახურების სააგენტოდან;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
დ) მეურვის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
ე) ბანკის ანგარიშის ნომერი;
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 4🔗.
18 წლის ზემოთ გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ასევე ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ასევე ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებულ პირებზე (მზრუნველზე) განისაზღვროს ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად, დახმარების მიმღებმა პირმა (ბენეფიციარმა) ან მისმა მზრუნველმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ცნობა (გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ასევე ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით) ინვალიდობის შესახებ, სსიპ –
სოციალური მომსახურების სააგენტოდან დიაგნოზით ან ექიმის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა –
ფორმა №IV-100/ა;
გ) დახმარების მიმღები (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
დ) მეურვის შემთხვევაში –
მეურვის პირადობის ქსეროასლი;
ე) ბანკის ანგარიშის ნომერი;
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 5🔗.
ხანდაზმული პირების (90 წლის და მეტი წლის) ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ხანდაზმული 90 და მეტი წლის პირს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღებით 300 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად ხანდაზმული (90 და მეტი წლის ასაკის) პირმა გამგეობაში უნდა წარმოდგინოს:
ა) ხანდაზმული პირის განცხადება, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
გ) ბანკის ანგარიშის ნომერი;
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 6🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. დახმარება ითვალისწინებს ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას, თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით (დახმარება განისაზღვრება 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტი შვილისათვის).
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ქსეროასლები;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 7🔗.
ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ხარჯების თანადაფინანსება
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, გადახდისუუნარო კატეგორიაზე და სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე დაავადების მქონე პირებზე.
2. ამ პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურეობის თანადაფინანსება განისაზღვრება გეგმური და გადაუდებელი სტაციონარულ-ქირურგიული ოპერაციების შემთხვევებში, ასევე კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, კორონოგრაფია, გასტროფიბროსკოპიის და ფიბროსკოპია, თვალის რეფრაქციული და ლაზერული ქირურგიული მომსახურება (გარდა: მასაჟისა, პლასტიკური ქირურგიისა და სამკურნალო კურორტული მომსახურება).
3. სამედიცინო სადაზღვევო პროგრამის დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსების წესი მოქმედებს შემდეგნაირად:
ა) იმ კატეგორიას (ბენეფიციარები), რომელთა სსიპ –
სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად მიენიჭა (2015 წლის 1 ივლისიდან) 0-დან 65001-მდე სარეიტინგო ქულა, სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) იმ ბენეფიციარებს, რომელთა სსიპ –
სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად მიენიჭა 65001-დან 100001-მდე სარეიტინგო ქულა, სამედიცინო მომსახურეობის თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
გ) იმ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სსიპ –
მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად მიენიჭათ 100001-დან ზემოთ, ან ის კატეგორია, ვინც არ არიან რეგისტრირებული სსიპ –
მომსახურეობის სააგენტოს ერთიან სოციალურ ბაზაში და არიან გადახდისუუნარონი, სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. დახმარების მიმღებმა პირმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის, აიდიბარათის ან პასპორტის ქსეროასლი (რეგისტრაციის ადგილის დაუზუსტებლობის შემთხვევაში –
საინფორმაციო –
ბარათი სსგს სერვისების განვითარების სააგენტოდან);
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა –
ფორმა NIV-100/ა;
გ) ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც პაციენტი იღებს სამედიცინო მომსახურებას;
დ) სსიპ –
სოციალური მომსახურების სააგენტოდან ამონაწერი სარეიტინგო ქულის შესახებ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ე) ცნობა სოციალური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელისაგან;
ვ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელისგან;
ზ) მიმართვა მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ.
5. მოქალაქე (შემდგომში ბენეფიციარი) ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის იღებს საგარანტიო წერილს, რომელსაც გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში წარსადგენად.
6. მოქალაქეს, რომელსაც უკვე ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება საგარანტიო წერილის გარეშე და არ შეუძლია არსებული დავალიანების დაფარვა, არის გადახდისუუნარო, შეიძლება გადაერიცხოს თანხა სამკურნალო დაწესებულებაში წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე
:
ა) ცნობა დავალიანების შესახებ.
7. პირზე სამედიცინო თანადაფინანსების დახმარების საკითხი არ განიხილება იმ შემთხვევაში, როდესაც ბენეფიციარზე გაწეული (ჩატარებული) სამედიცინო მომსახურების თანხა დავალიანებად არ ირიცხება კლინიკაში და უკვე გადახდილია პაციენტის მხრიდან.
8. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე, გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 8🔗.
ჰემოდიალიზის (თირკმლის უკმარისობა) სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების ყოველთვიური ფულადი დახმარება ტრანსპორტით სარგებლობისათვის
1. ითვალისწინებს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები (რეგისტრირებული) მოქალაქეების (შემდგომში –
ბენეფიციარების), ტრანსპორტით სარგებლობისათვის ყოველთვიურ ფულად დახმარებას. თითოეულისათვის 100 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მიღების მსურველებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
გ) ექიმის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა –
ფორმა N1V-100/ა
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 9🔗.
ლეიკემიით დაავადებული ბენეფიციარების ყოველთვიური ფულადი დახმარება
1. დახმარება ითვალისწინებს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლეიკემიით დაავადებულ ბენეფიციართა ყოველთვიურ ფულად დახმარებას –
თითოეულისათვის 100 ლარის ოდენობით.
2. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
გ) ექიმის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა –
ფორმა N1V-100/ა;
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მინიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 10🔗.
ონკოდაავადებული ბენეფიციარები, რომლებიც საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას (ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, რადიო-აქტიური თერაპია, ტკივილის კუპირება მედიკამენტი მორფინის მოხმარების შემთხვევებში) ყოველთვიური ფულადი დახმარება
1. ონკოდაავადებული ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საჭიროებენ აღნიშნულ მედიკამენტოზური მკურნალობას, მიეცეთ ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.
2. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
გ) ექიმის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა –
ფორმა N1V-100/ა;
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 11🔗.
დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე (მის მეურვე, მზრუნველზე და მხარდამჭერზე) განისაზღვროს ერთჯერადი ფულადი დახმარება 1 ბავშვზე 300 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად (მეურვემ, მზრუნველმა და მხარდამჭერმა) ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი, მეურვის (მზრუნველის ან მხარდამჭერის);
გ) ცნობა მეურვეობის (მზრუნველის ან მხარდამჭერის) შესახებ;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
ე) ბანკის ანგარიშის ნომერი და ბანკის კოდი
.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 12🔗.
მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. დახმარება განისაზღვროს 18 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელზე, 1 ბავშვზე 200 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მარტოხელა მშობელმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) სსგს ცნობა სერვისების განვითარების სააგენტოდან მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
დ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
ე) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 13🔗.
დედ-მამით ობოლი სტუდენტების ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დედ-მამით ობოლი, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 1 ბავშვზე 400 ლარის ოდენობით;
2. მოქალაქემ (სტუდენტებმა) ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან პირის სწავლის შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ქსეროასლი;
ე) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 14🔗.
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაინვალიდებული ვეტერანების ერთჯერადი ფულადი დახმარება
1.ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ის ვეტერანები, რომლებიც არიან საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაინვალიდებული, მათი ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარებმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ხონის მუნიციაპლიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ომის მონაწილის პლასტიკური ბარათი;
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი;
ე) ინვალიდობის მოწმობის ქსეროასლი (ფორმა N50/4).
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 15🔗.
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანების ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანების ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად დახმარების მიმღებმა პირმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ომის მონაწილის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) დახმარების მიმღების პირის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 16🔗.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით.
2. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის და ვეტერანობის მოწმობის ქსეროასლები;
გ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 17🔗.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებული, სალიკვიდაციო სამუშოებში მონაწილეების და გარდაცვლილის ოჯახის წევრის ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. დახმარება ითვალისწინებს ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგათ დაზარალებული, სალიკვიდაციო სამუშოებში მონაწილეების და გარდაცვლილის ოჯახის წევრის ერთჯერად ფულად დახმარებას, რაც განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) შესაბამისი ცნობა კომისარიატიდან ჩერნობილის აფეთქების და რეაბილიტაციაში მონაწილეობის შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი, გარდაცვლილის შემთხვევაში –
ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე.
მუხლი 18🔗.
სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი და უნგრეთი –
ვეტერანის მოწმობის საიდენტიფიკაციო კოდი 200) მონაწილე ომის ვეტერანების ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. დახმარება ითვალისწინებს ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და სხვა სახელმწიფო ტერიტორიაზე (ავღანეთი და უნგრეთი) მონაწილე ვეტერანის ერთჯერად ფულად დახმარებას –
100 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად დახმარების მიმღებმა ბენეფიციარმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტი გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის და ვეტერანის მოწმობის ქსეროასლები;
გ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 19🔗.
გარდაცვლილი პირის (მიცვალებულთა) სარიტუალო მომსახურება
1. გარდაცვლილი პირის (მიცვალებულთა) სარიტუალო მომსახურება განისაზღვროს 250 ლარით, ეს მომსახურება განისაზღვრება შემდეგ კატეგორიაზე:
ა) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მიცვალებულები, რომელთაც არ ჰყავთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად პირველი, მეორე და მესამე რიგის მემკვიდრეები, მარჩენალ-დაკარგულები და მარტოხელა პირების კატეგორია, როდესაც ოჯახი ვერ უზრუნველყოფს მიცვალებულის დაკრძალვას;
ბ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის მონაწილე ვეტერანების გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (ვინც გაიღო დაკრძალვის ხარჯი) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
გ) ცნობა დაკრძალვის ხარჯების შესახებ სსიპ –
სასაფლაო მეურნეობიდან;
დ) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ქსეროასლი (არსებობის შემთხვევაში)
ე) ბანკის ანგარიშის ნომერი;
ვ) გარდაცვლილი დევნილის შემთხვევაში –
გარდაცვლილი დევნილის პირადობის და დევნილობის მოწმობის ქსეროასლები;
ზ) მარტოხელა მიცვალებულის შემთხვევაში –
ცნობა ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლისაგან გარდაცვლილი პირის მარტოხელობის და მემკვიდრის არ ყოლის შესახებ;
თ) გარდაცვლილი ომის ვეტერანის შემთხვევაში –
გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ქსეროასლი;
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
თავი III
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება
და ადმინისტრირება
მუხლი 20🔗.
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა
1. ხონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური და გამგეობის მიერ შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი.
2. დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება გამგებლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
3. მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის დაფინანსების წყაროა: ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 21🔗.
ბენეფიციარის
მიერ
სოციალური
დახმარების
დასანიშნად
ან
მისაღებად
საჭირო
დოკუმენტაციის
წარდგენა
1. სოციალური დახმარების მისაღებად განმცხადებელი პირი (შემდგომში –
ბენეფიციარი) წერილობით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
2. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მიმღები პირების დოკუმენტაციის რეგისტრაციაში გატარებას დადგენილი წესის შესაბამისად (ელექტრონული წესით)
.
მუხლი 22🔗.
სოციალური
სამსახურის
მიერ
განცხადებების
განხილვა
1. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური კომისიური წესით.
მუხლი 23🔗.
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის უზრუნველყოფის დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. დროებითი სამუშაო ჯგუფი დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე.
3. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა დებულების და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 24🔗.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის საფუძველზე, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
მუხლი 25🔗.
ფულადი დახმარების გაცემის წესი
1. ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა (მოქალაქეთა) პერსონალური შემადგენლობა და დანიშნულია სოციალური დახმარება, იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში, რომელიც უზრუნველყოფს ფულადი დახმარების სათანადო წესით გაცემას უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.