2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კონსტიტუციური სარჩელი შეეხება პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობას, მოპასუხეა პოლიტიკური პარტია, ხოლო როდესაც კონსტიტუციური სარჩელი შეეხება პოლიტიკური პარტიის შექმნის კონსტიტუციურობას, მოპასუხეა პოლიტიკური პარტია და მისი მარეგისტრირებელი ორგანო.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულმა მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში შეიძლება მიუთითოს ამ კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას ამ კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირს უფლება აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი მოსაზრება წარუდგინოს.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის
ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის ორგანული
კანონი №3265
–
ვებგვერდი, 10.08.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის ორგანული კანონი №988 – ვებგვერდი, 17.10.2025