2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოპასუხეა ის ორგანო, რომელმაც მიიღო/გამოსცა იმავე პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტი ან განახორციელა აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული მოქმედება ან უმოქმედობა.

3. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის მიღებისთანავე საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის ასლს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოებს უგზავნის. თუ ამ ასლის აღნიშნული ორგანოებისთვის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში რომელიმე მათგანი განაცხადებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების სრულად ან ნაწილობრივ ხელყოფას გამოიწვევს, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს, განმცხადებელი საქმეში მოპასუხედ ჩააბას.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის
ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის ორგანული კანონი №4628 -ვებგვერდი, 25.05.2011წ.

საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის ორგანული
კანონი №3265
–
ვებგვერდი, 10.08.2018წ.

საქართველოს 2022 წლის 14 აპრილის ორგანული კანონი №1511 – ვებგვერდი, 27.04.2022