თავი II — საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა და სტრუქტურა
1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შერჩევისას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი და უზენაესი სასამართლო ითვალისწინებენ კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებას, რომელიც უნდა შეეფერებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს.
საქართველოს
1996 წლის 21 მარტი ს კანონი №
- პარლამენტის უწყებანი № 5-6 ,24.04.1996 წ.,გვ. 73
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3399 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.203
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-611-837-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2008
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ სადავო აქტის საფუძველზე აპელანტს ერთჯერადი გადასახადი დაერიცხა სემეკის ¹15 დადგენილების მე-3 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული აქტის შედგენის, დარიცხვის პროცედურებისა და მეთოდების დაცვით, რის საწინააღმდეგო არგუმენტზე შ.ოქრუაშვილს არც სარჩელსა და არც სააპელაციო საჩივარში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, არ მიუთითებია.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, მუხლი 7. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/32944/muxli-7/