თავი II — საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა და სტრუქტურა
1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი საკონსტიტუციო სასამართლოში დებს ფიცს: „ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, კეთილსინდისიერად აღვასრულო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მოვალეობა და მისი აღსრულებისას დავემორჩილო მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არავის და არაფერს სხვას, გარდა საქართველოს კონსტიტუციისა.“. ფიცის დადების ცერემონიაზე მოწვეული უნდა იქნენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის ორგანულიკანონი №4628 -ვებგვერდი, 25.05.2011წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.05.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-881(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.04.2023
ამასთან, ორგანულ კანონში ინტეგრირების შემდეგ, კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი, რომელიც კანონით დადგენილი გარანტიების მოქმედების დროით განზომილებას განსაზღვრავდა და ამბობდა, რომ ამ კანონის მოქმედება ვრცელდებოდა კანონის ამოქმედებამდე გამწესებული საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრზე - აღარ არის ასახული 2018 წლის 16 დეკემბრის შემდგომ ძალაში მყოფ რედაქციაში.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, მუხლი 9. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/32944/muxli-9/