1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.
2. დანაშაულისათვის დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა მსჯავრდებულებისაგან იზოლირებულად.
3. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი სახის დისციპლინური სახდელები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ე) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
ვ) სამსახურიდან დათხოვნა.
4. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის წესი და პირობები განისაზღვრება სამსახურის დისციპლინური წესდებით.
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.