1. ატესტაციას ექვემდებარება სამსახურის მოსამსახურე:

ა) 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);

ბ)
რომელიც წარდგენილია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის, გარდა საკონტრაქტო-პროფესიული სამსახურიდან კადრის სამსახურში გადასვლისა.

2. ატესტაციას არ ექვემდებარება სამსახურის მოსამსახურე, რომელიც:

ა) დანიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ან მასთან შეთანხმებით;

ბ) იმყოფება საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3510 – ვებგვერდი, 12.10.2023