1. კომერციული ბანკი ვალდებულია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვადით შეინახოს მის ნებისმიერ გარიგებასთან დაკავშირებული ყველა საბუთი, კერძოდ:
ა) შუამდგომლობები და სახელშეკრულებო საბუთები, რომლებიც გარიგებას ეხება (კრედიტთან, გარანტიასთან და გირაოსთან დაკავშირებული შეთანხმებების ჩათვლით);
ბ) ბანკის პარტნიორების (მსესხებლებისა და გარანტორების ჩათვლით) ფინანსური ჩანაწერები და სხვა დოკუმენტური მოწმობები, რომლებსაც ეყრდნობა ბანკი გარიგების დამტკიცებისას;
გ) გარიგების დამტკიცების შესახებ ბანკის გადაწყვეტილების ხელმოწერილი ჩანაწერი;
დ) ეროვნული ბანკის ნორმატივებით გათვალისწინებული სხვა საბუთები.
2. კომერციული ბანკი ვალდებულია კლიენტების, მათ მიერ და მათ ანგარიშებზე განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახოს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.
საქართველოს
2001
წლის
23 ოქტომბრ
ის
კანონი
№
1115
-
სსმ
I, №
32
07.11
. 2001
წ
.,მუხ
.125
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2830 - სსმ I, №19 13.04.2010 წ., მუხ.104
საქართველოს 2015 წლის 3
სექტემბრის კანონი
№4189
- ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10
მარტის
კანონი
№439
- ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის
კანონი
№1895
- ვებგვერდი, 11.01.2018