1. კომერციული ბანკი ამზადებს და ეროვნულ ბანკს წარუდგენს ანგარიშგებებს, რომლებშიც ასახავს როგორც თვით კომერციული ბანკის, ისე მისი შვილობილი ორგანიზაციების ორგანიზაციულ-საგანმკარგულებლო და საოპერაციო საქმიანობას, ლიკვიდურობას, გადახდისუნარიანობასა და მოგებიანობას თვით კომერციული ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის ერთობლივად და ცალ-ცალკე შეფასების მიზნით. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისათვის კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს წარუდგენს აგრეთვე შესაბამის ანგარიშგებას. ანგარიშგების ფორმა, ხარისხი და წარდგენის ვადა განისაზღვრება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.

2. კომერციული ბანკი და მისი შვილობილი ორგანიზაცია ექვემდებარება ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებენ ეროვნული ბანკის ინსპექტორები ან ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული აუდიტორები. თუ ინსპექტირება ხორციელდება უცხოეთის ბანკის ფილიალში ან შვილობილ ორგანიზაციაში, აუდიტორები შეიძლება იყვნენ შესაბამის ქვეყანაში მოქმედი საფინანსო ან საკონტროლო ორგანოს მოსამსახურეები.

3. კომერციული ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციის ინსპექტირებისას ეროვნულ ბანკს და მის აუდიტორებს უფლება აქვთ:

ა) შეამოწმონ კომერციული ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციის ანგარიშები, სახსრები, დავთრები, საბუთები და სხვა აუცილებელი ჩანაწერები;

ბ) მოსთხოვონ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებსა და თანამშრომლებს, მისი მონათესავე საწარმოს ადმინისტრატორებსა და თანამშრომლებს, მიაწოდონ კომერციული ბანკის აქციონერების, მაკონტროლებელი პირებისა და ადმინისტრატორების შესახებ ინფორმაცია და ოპერაციებსა და გარიგებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, აგრეთვე კომერციული ბანკის/ადმინისტრატორის მიერ აღნიშნული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით ან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).

საქართველოს

2001

წლის

23 ოქტომბრ
ის

კანონი
№
1115
-
სსმ
I, №
32

07.11
. 2001

წ
.,მუხ
.125

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160

საქართველოს 2015 წლის 3
სექტემბრის კანონი
№4189
- ვებგვერდი, 10.09.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 10
მარტის

კანონი
№439

- ვებგვერდი, 22.03.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის

კანონი
№1895
- ვებგვერდი, 11.01.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5228 – ვებგვერდი, 30.10.2019წ.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

თავი VI

ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა), ადრეული ინტერვენცია

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019