1. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისთანავე კომერციული ბანკის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება ეროვნულ ბანკზე გადადის. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკის ორგანოებს დააკისროს გარკვეული ქმედებების განხორციელების ვალდებულება ამ კანონის შესაბამისად. ბათილია კომერციული ბანკის მიერ, სპეციალური მმართველის მიერ ან კომერციული ბანკის სახელით რეზოლუციის რეჟიმში მიღებული ყველა გადაწყვეტილება/განხორციელებული ყველა ქმედება, თუ ისინი მიღებული/განხორციელებული არ არის ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისთანავე ეროვნულ ბანკს შეუზღუდავად უნდა მიუწვდებოდეს ხელი კომერციული ბანკის  აქტივებზე, საბუღალტრო ანგარიშებსა და ჩანაწერებზე. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა ზომა, მათ შორის, ნებისმიერ პირს გაუუქმოს ან შეუზღუდოს კომერციული ბანკის სახელით მოქმედების უფლებამოსილება.

3. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისთანავე დაუშვებელია კომერციული ბანკის სახელით ნებისმიერი ქმედების განხორციელება სპეციალური მმართველის ან/და ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე, გარდა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5682 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2115 – ვებგვერდი, 16.12.2022