1. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშის მწარმოებელი იყო, სპეციალური მმართველი ვალდებულია იმოქმედოს იმავე კანონის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედების განხორციელება:

ა) დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია მათი სხვა ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე გადატანით;

ბ) ანგარიშის მფლობელთა დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სხვა ანგარიშის მწარმოებელთან გადატანა ამ კანონის 377 მუხლით გათვალისწინებული კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან 378 მუხლით გათვალისწინებული დროებითი ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების ფარგლებში;

გ) ანგარიშის მფლობელთათვის დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გამოყენებისას ანგარიშის მფლობელთა თანხმობა არ მოითხოვება.

საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3729 – ვებგვერდი, 07.12.2023