საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლის ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.05.2016
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016188
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/06/2016
matsne.gov.ge 424 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყერის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 11.09.2015 გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 17.06.2022 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 06.10.2021 ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი 85% 18.09.2019 საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონების მართვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 08.04.2021

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლის ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №10 2016 წლის 31 მაისი ქ. სიღნაღი საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლის  ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის  ,,საქართველოს  საგადასახადო კოდექსი“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტის,   საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მესამე პუნქტისა   და   ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ”  ქვეპუნქტის შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ,,საქართველოს კანონის საქართველოს  საგადასახადო კოდექსი“  206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  შემთხვევის  სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების     შედეგად   სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან   გათავისუფლების საფუძვლის  ცნობის (განკარგულების) გაცემის წესი“    დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,საქართველოს კანონის ,,საქართველოს  საგადასახადო კოდექსი“  206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  შემთხვევის  სტიქიის (გვალვის) შედეგად   სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან   გათავისუფლების საფუძვლის, ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების  შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  3 ოქტომბრის №36 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 10/10/2014 , 010250050.35.168.016134)“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი დანართი საქართველოს კანონის ,,საქართველოს  საგადასახადო კოდექსი“  206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  შემთხვევის  სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების     შედეგად   სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან   გათავისუფლების საფუძვლის  ცნობის (განკარგულების) გაცემის წესი ეს წესი ვრცელდება  ,,საქართველოს  საგადასახადო კოდექსის“  206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  შემთხვევის  სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების     შედეგად   სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების შემთხვევებზე . მუხლი 1🔗 საკრებულოს მიერ ცნობის (განკარგულების) გაცემის საფუძვლად განისაზღვროს საკრებულოს გადაწყვეტილებით შექმნილი  დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნა  შემდეგი  დართული მასალებით: 1.  საკრებულოს  ან  გამგებლის ადმინისტრაციული აქტით  შექმნილი  სამუშაო ჯგუფის  მიერ კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის შედგენილი დათვალიერების აქტი (  ფოტო-მასალა, სიტუაციური აღწერილობა); 2. გვალვის შემთხვევაში  მოსავლის განადგურების სხვა მიზეზის გამორიცხვის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ    წარმოდგენილი: ა) ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობა  სტიქიის შესახებ; ბ) მიწის ნაყოფიერების დამადასტურებული  დოკუმენტი (დასკვნა ნიადაგის გამოკვლევაზე, გაცემული  ლაბორატორიის  მიერ,  ნიადაგის ლაბორატორიული ტესტირება); გ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების აგროტექნიკურ ვადებში ჩატარების  დამადასტურებელი  დოკუმენტები; დ) მოსავლის განადგურების პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის მიზნით ინფორმაცია ჩატარებული საკონტროლო ჭრის შესახებ (შესაძლებლობის შემთხვევაში). 3. საკრებულოს დროებითი  სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით     საკითხის  შესასწავლად   შესაძლოა მოითხოვნილ იქნეს   სხვა დოკუმენტაციაც. მუხლი 2🔗  პირველი  მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის ვადად განისაზღვროს 20  კალენდარული დღე.