„სს „კორ ბანკი საქართველოსთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიცემის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2008 წლის 25 იანვრის N48 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№309
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №309

2016 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

 „სს „კორ ბანკი საქართველოსთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიცემის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2008 წლის 25 იანვრის №48 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:

1. „სს „კორ ბანკი საქართველოსთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიცემის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2008 წლის 25 იანვრის №48 განკარგულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სს „ტერაბანკისათვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიცემის შესახებ“;

ბ) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 34-ე პუნქტის და მე-13 მუხლის, „კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №52/04 ბრძანებისა და და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების შესაბამისად, მიეცეს სს „ტერაბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია განუსაზღვრელი ვადით.“;

გ) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სს „ტერაბანკ“-ზე სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ლიცენზიის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე და ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის თაობაზე შეტანილ იქნეს ეროვნული ბანკის სალიცენზიო რეესტრში.“.

2. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში“.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

      

ვიცე-პრეზიდენტი                                                      ა.მესტვირიშვილი