სს „კრედო ბანკზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარეგულება №256
2017 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
სს „კრედო ბანკზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 34-ე პუნქტის და მე-13 მუხლის, „კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №52/04 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე:
1. გაიცეს სს „კრედო ბანკზე“ განუსაზღვრელი ვადით საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
2. სს „კრედო ბანკზე“ სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ლიცენზიის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე და ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის თაობაზე შეტანილ იქნეს ეროვნული ბანკის სალიცენზიო რეესტრში.
3. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
მურთაზ კიკორია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „კრედო ბანკზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს „კრედო ბანკზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.03.2017.
- როდის იქნა მიღებული „სს „კრედო ბანკზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“?
- „სს „კრედო ბანკზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ მიღებულია 20.03.2017. მიმღები ორგანო — ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №256.
- სად არის „სს „კრედო ბანკზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.03.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს „კრედო ბანკზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“, №256, 20.03.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3613603/