შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ეროვნული პასპორტების მფლობელთათვის ვიზისგან გათავისუფლების შესახებ

მიღების თარიღი 18.11.2013
ძალაში შესვლა 28.07.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №31/19
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016399
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/06/2016
matsne.gov.ge 383 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.11.2013 მიღება
28.07.2014 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 07.03.2019 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 23.05.2016 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხანმოკლე ვიზის აღების ვალდებულებისგან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 18.07.2016 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 18.02.2021 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 07.03.2019

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ეროვნული პასპორტების მფლობელთათვის ვიზისგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ეროვნული პასპორტების მფლობელთათვის ვიზისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს მთავრობა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობა, შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები“, სურვილი აქვთ რა, შემდგომში განავითარონ და გააძლიერონ ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული მეგობრული ურთიერთობები, სურვილი აქვთ რა, გაამარტივონ მგზავრობის პროცედურები ორი ქვეყნის ეროვნული პასპორტების მფლობელთათვის, შეთანხმდნენ  შემდეგზე: მუხლი 1🔗 თითოეული მხარის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ ეროვნულ პასპორტებს, უნდა გათავისუფლდნენ ვიზის აღების ვალდებულებისგან, რათა შევიდნენ მეორე მხარის ტერიტორიაზე ვიზიტის ან მათი პირველი შესვლის დღიდან ექვსი (6) თვის მანძილზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღით ყოფნის მიზნით. მუხლი 2🔗 თითოეული ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც განზრახული აქვთ იმყოფებოდნენ მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე ოთხმოცდაათ (90) დღეზე მეტი ვადით, ვალდებულნი არიან წინასწარ აიღონ ვიზა. მუხლი 3🔗 თითოეული ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც შედიან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში, უნდა დაიცვან იმ ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, სადაც იმყოფებიან. მუხლი 4🔗 თითოეული მხარე იტოვებს უფლებას, უარი უთხრას მეორე მხარის მოქალაქეებს მის ქვეყანაში შესვლაზე, რომლებსაც ის მიიჩნევს არასასურველად, ან შეუმციროს ასეთ მოქალაქეებს მის ქვეყანაში ყოფნის ვადა. მუხლი 5🔗 1. მხარეებმა დიპლომატიური არხებით უნდა გაცვალონ თავიანთი მოქმედი ეროვნული პასპორტების ნიმუშები წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლამდე არაუმეტეს ოცდაათი (30) დღით ადრე. 2. იმ შემთხვევაში, თუ ერთი მხარე მიიღებს პასპორტის ახალ მოდელს ან შეცვლის უკვე არსებულს, მეორე მხარეს დიპლომატიური არხებით უნდა გაეგზავნოს შეტყობინება ასეთ ცვლილებებთან დაკავშირებით ახალი ან შეცვლილი პასპორტების ამოქმედების თარიღამდე ოცდაათი (30) დღით ადრე. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ახალი ან შეცვლილი დოკუმენტის ნიმუშს და ინფორმაციას მათი ამოქმედების შესახებ. მუხლი 6🔗 მხარეთა ურთიერთშეთანხმებით წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ძალაში შევა ქვემოთმოცემული მე-7 მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. მუხლი 7🔗 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან ოთხმოცდაათი (90) დღის შემდეგ. შეთანხმება იდება 1 (ერთი) წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება დამატებითი ერთწლიანი პერიოდებით, თუ ერთ-ერთი მხარე არ შეწყვეტს მის მოქმედებას მისი ვადის ამოწურვამდე. 2. თითოეულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. მოქმედების შეწყვეტა ძალაში შევა ასეთი შეტყობინების მიღებიდან ოთხმოცდამეათე (90-ე) დღეს. შესრულებულია ქ. თბილისში, 2013 წლის 18 ნოემბერს, რომელიც შეესაბამება 5774 წლის 15 კისლევს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განმარტებისას უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. (ხელმოწერილია)                                                               (ხელმოწერილია) საქართველოს მთავრობის                             ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის სახელით                                                        სახელით