ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.06.2016
ძალის დაკარგვა 30.04.2018
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.117.016295
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2016 წლის 7 ივნისი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი და პირობები დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის - სერტიფიკატის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი
დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი და პირობები
ეს წესი განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესს და პირობებს.
მუხლი 1🔗.
სტაჟირების მიზანი
სტაჟირების მიზანია:
ა)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა;
ბ)
შესაბამისი პროფილის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
გ)
კვალიფიციური კადრების მომზადება;
დ)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმების მსურველთათვის ჯანსაღი კონკურენციის შექმნისა და დასაქმების ხელშეწყობა;
ე)
სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის საჯარო მოსამსახურისათვის დამახასიათებელი ეთიკური ნორმებისა და სტანდარტების გაზიარება და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
ვ)
მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;
ზ)
დასაქმების თანაბარი პირობების შექმნა.
მუხლი 2🔗.
სტაჟიორები
1.
პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2.
სტაჟიორის კვალიფიკაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა თანხვედრაში უნდა იყოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტრუქტურული ერთეულის პროფილთან.
მუხლი 3🔗.
სტაჟირების ვადა, ანაზღაურება და სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა
1.
სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით. 6 თვეზე ნაკლები ვადით მიღებულ სტაჟიორს საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაუგრძელდეს სტაჟირების ვადა, რომელიც საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
2.
სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
3.
სტაჟირების ვადა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის შესაძლებელია აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
4.
სტაჟიორთა მიღების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განსაზღვრავს სტაჟიორთა სავალდებულო კვოტას, მაგრამ არანაკლებ შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ისა.
მუხლი 4🔗.
სტაჟირების გავლის წესი და მიღება
1.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟიორთა მიღება ხორციელდება ყოველწლიურად ორ ნაკადად. პირველი, შემოდგომის ნაკადის მიღება ხდება სექტემბერში, ხოლო მეორე, გაზაფხულის ნაკადის - მარტში.
2.
სტაჟირების გამოცხადების ვალდებულების შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს შეტყობინების მიღების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია, შესაბამისი ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 2 (ორი) თვით ადრე მიაწოდოს საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაცია სტაჟიორთა კვოტის, მიმართულებისა და დარგის/სპეციალობის შესახებ, ასევე სტაჟირებისათვის განკუთვნილი ვაკანსიების სპეციფიკიდან გამომდინარე, უცხო ენის ცოდნის აუცილებლობის შესახებ.
3.
პირი სტაჟიორად მიიღება სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ (შემდგომში - ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდზე (stajireba.gov.ge) განთავსებულ ვაკანსიაზე განაცხადის რეგისტრაციის მეშვეობით.
4.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟიორი მიიღება „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად.
5.
სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე სტაჟიორობის კანდიდატი ვალდებულია გამოცხადდეს სტაჟირების ადგილზე და გაიაროს რეგისტრაცია. სტაჟიორობის კანდიდატი გამოუცხადებლობის შემთხვევაში კარგავს მიმდინარე ნაკადში მონაწილეობის უფლებას, რის შესახებაც საკრებულო ინფორმაციას აწვდის ბიუროს, რომელიც შესაბამის სტაჟიორობის კანდიდატს აგზავნის სტაჟიორთა რეზერვიდან, რიგითობის პრინციპით.
6.
სტაჟიორობის კანდიდატმა დანიშვნამდე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარადგინოს:
ა)
განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ)
დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
დ)
ავტობიოგრაფია (CV, რეზიუმე);
ე)
ორი ფოტოსურათი (3X4).
მუხლი 5🔗.
სტაჟიორის უფლება-მოვალეობები
1.
სტაჟიორს სტაჟირების პერიოდში ენიშნება ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს ზედამხედველობას სამუშაო აღწერილობის ფარგლებში.
2.
სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით:
ა)
გაეცნოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში;
ბ)
გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესს;
გ)
დაესწროს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებს და სხვა ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებაში;
დ)
სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ დასაბუთებული წერილობითი ფორმით შეატყობინოს საკრებულოს თავმჯდომარეს;
ე)
განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
3.
სტაჟიორი ვალდებულია:
ა)
დადგენილ ვადებში შეასრულოს სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული მოვალეობები, რომლებიც გამომდინარეობენ საკრებულოს რეგლამენტითა და საკრებულოს აპარატის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ)
დაიცვას საკრებულოს აპარატის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ)
დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
მუხლი 6🔗.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება-მოვალეობები სტაჟიორის მიმართ
1.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია სტაჟიორს შეუქმნას სათანადო პირობები პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2.
აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტის შემთხვევაში საკრებულო და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟირებაზე ყოფნის გრაფიკის თაობაზე სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით.
3.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია წელიწადში ორჯერ საჯარო სამსახურის ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე.
4.
სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები სტაჟიორის მიმართ:
ა)
სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია კოორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად კონკრეტულ სტაჟიორს;
ბ)
სტაჟირების ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ სამუშაოს, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას;
გ)
სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს შეუქმნას შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით;
დ)
სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოითხოვოს სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა;
ე)
სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების შედეგები აცნობოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და ადამიანური რესურსების საკითხებში უფლებამოსილ საჯარო მოხელეს პროგრამის ვებგვერდზე (stajireba.gov.ge) ინფორმაციის ელექტრონულად განთავსების ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის გაგზავნის მიზნით.
მუხლი 7🔗.
სტაჟირების ვადამდე შეწყვეტა
1.
სტაჟიორს სტაჟირება ვადამდე უწყდება:
ა)
პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ)
სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 (ხუთი) დღის განმავლობაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში;
გ)
დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო, რაც დადასტურებული იქნება სტაჟირების ხელმძღვანელის დასაბუთებული დასკვნით;
დ)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საფუძვლით.
2.
სტაჟირების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც აღნიშნულის თობაზე ერთი კვირის ვადაში აცნობებს საჯარო სამსახურის ბიუროს.
მუხლი 8🔗.
სტაჟირების დასრულება
1.
სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა)
სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ;
ბ)
სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.
2.
სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს გადაეცემა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
3.
სერტიფიკატს ენიჭება ნომერი, უწყვეტი ნუმერაციით.
4.
გაცემული სერტიფიკატები აღირიცხება ზონარგაყრილ ჟურნალში (სერტიფიკატის ნომრის, მიმღები პირისა და გაცემის თარიღის მითითებით).
დანართი №2