ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და 1351 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42 |
|
2016 წლის 3 ივნისი ქ. ზუგდიდი |
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და 1351 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი (დანართი №1);
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2);
გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №3);
დ) გამოსაყენებლად უარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №4);
ე) სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №5).
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და
1351მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების,
აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი
2. სამსახურის უფროსი ამ მუხლის პირველი პუნქტით უფლებამოსილ მოხელეთა ნუსხას განსაზღვრავს ბრძანებით.
2. მოხელე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 135-ე მუხლითა და 1351 მუხლით. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, 135-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსებმა მოხელემ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ მოხელე ავსებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შედგება ერთი ნაწილისაგან.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი რჩება მის შემვსებ თამამშრომელთან, ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს:
ა) გარდა მე-10 პუნქტისა, ავსებს მოხელე;
ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში შეიტანება:
ბ.ა) შედგენის თარიღი (თვე, რიცხვი, წელი)
ბ.ბ) შედგენის ადგილი;
ბ.გ) ოქმის შემდგენლის თამანდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი;
ბ.დ) სამართალდამრღვევის მონაცემები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი, იურიდიული პირის დასახელება, მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი);
ბ.ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი;
ბ.ვ) პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით და ჯარიმის ოდენობა;
ბ.ზ) მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა);
ბ.თ) ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება; ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თამამდებობა, სახელი, გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა განმარტება.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი.
7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა უნდა შეიცავდეს ბეჭდის ადგილს. იმ ადგილზე რომელიც თანაბრად ფარავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
8. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები ან სხვა პირები, შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
9. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდარღვევის ოქმის შემვსები პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი კალმით. ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ.
11. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ადმინსტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
12. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვისა და გაცემისთვის ინიშნება პასუხისმგებელი პირი.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით.
5. თანამშრომლებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკის გაცემა ხორციელდება მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გაცემა აღირიცხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში“.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ფიქსირდება სპეციალური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში.
7. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი კალმით.
8. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
9. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
10. ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში.
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ჩამოიწერება აქტით.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა -უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანომდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოქმი ან/და დადგენილება გასაჩივრდება ზემდგომ თანამდებობის პირთან.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2883 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების დროს დადგენილება აღსრულდება საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ.
ოქმი №
1. ---------------------------------------------20 წ. 2.-----------------------------------------------
/ოქმის შედგენის თარიღი: რიცხვი, თვე, წელი/ /ოქმის შედგენის ადგილი/
3. --------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------
/ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი/
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. დავადგინე, რომ -------------------------------------------------------------------------- -------------------------------
/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი/
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------
/ნორმატიული აქტი, რომელიც იქნა დარღვეული/
5. პასუხისმგებლობა აღნიშნული დარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ------------- მუხლით/მუხლის ----------------ნაწილით.
6. მონაცემები დამრღვევის შესახებ:----------------------------------------------------------------------------------------------
/ფიზიკური პირი: სახელი, გვარი, მისამართი, პირადი № და სხვა პირადი მონაცემები;
იურიდიული პირი: სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი პირადი მონაცემები/
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. დამრღვევის ახსნა განმარტება: -----------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობანი, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით.
8. მოწმე ან/და დაზარალებული: ----------------------------------------------------------------------------------------- /ხელმოწერა/ / სახელი, გვარი, მისამართი/
9. ოქმის შემდგენელი პირი:-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
/ხელმოწერა/ /სახელი, გვარი/
10. სამართალდამრღვევი პირი: ----------------------------------------------------------------------------------------------
11. ჩავიბარე ოქმი: ----------------------------------------------------------------------------------------------------------
/სამართალდამრღვევის ხელმოწერა/
12. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობა:--------------------------------------------------------------------------------- --
13. შენიშნვა:-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილების აქტი № 20-----წლის -------- ქ.ზუგდიდი გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის შესახებ
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს
სამსახურის უფროსი: /---------------------/ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი: /----------------------/ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი: /----------------------/
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის
ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სააღსრულებო ფურცლის გამცემი)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დადგენილების გამოტანის თარიღი
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი
კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:
მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:
სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:
სამსახურის უფროსი---------------------