შპს „არენა მშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1492-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/1492-16

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2016 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებლ ებ - შპს ,,არენა მშენი ’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 204388402)

დირექტორი - სერგო უღრელიძე

წარმომადგენელი - ლაზარე ძირკველიშვილი

 

რეაბილიტაციის მმართველი - შერმადინ გიგოლაშვილი

 

მოთხოვნა - კრედიტორთა კრების მოწვევა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

 

2016 წლის 1 აპრილს კრედიტორთა გადაწვეტილებით რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადება დაევალა რეაბილიტაციის მმართველს შერმადინ გიგოლაშვილს, მოვალეს შპს „არენა მშენს”და კრედიტორებს: 1) შპს ”ფასტ პლუსი 1” - წარმომადგენელი გელა ტყეშელაშვილი, 2) შპს „არენა” - წარმომადგენელი ვასილ ძირკველიშვილი, 3) შპს „უნივერსალი 93” წარმომადგენელი გიორგი დარბაიძე და 4) შპს „გზასერვისი” წარმომადგენელი გიორგი დარბაიძე, შპს ,,არენა მშენს’’ რეაბილიტაციის გეგმის მომზადების ვადად განესაზღვრა 60 დღე.

 

2016 წლის 31 მაისს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „არენა მშენი ს’’ რეაბილიტაციის მმართველმა შერმადინ გიგოლაშვილმა, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის გაგრძელებისათვის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმის მომზადების ვადა აითვლება მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის შესახებ გამოტანილი განჩინების გამოქვეყნებიდან. სასამართლოს განჩინება რეაბილიტაციის შესახებ ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვრავენ კრედიტორები. იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ხმათა სულ მცირე 51%-ზე მეტის მქონე კრედიტორების გადაწყვეტილებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრება რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის გაგრძელების გამო.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე, 43-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

 

დაადგინა:

 

1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2016 წლის 23 ივნისს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №1 შემდეგი დღის წესრიგით:

 

1.1. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის გაგრძელების თაობაზე.

 

1.2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.

 

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 

მოსამართლე                                                                         თამარ ჭუნიაშვილი