შპს „უნივერსალი 93“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/693-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/693-16

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი -   შპს ,,უნივერსალი 93’’

დირექტორი - სერგო უღრელიძე

მოთხოვნა - კრედიტორთა კრების მოწვევა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „უნივერსალი 93”-ის გადახდისუუნარობის საქმე.

2017 წლის 10 აპრილს კრედიტორთა პირველ კრებაზე  სრულად ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული  საკითხები, რის გამოც კრედიტორთა კრება  გადაიდო სხვა დროისათვის.

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე, მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 15 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე - www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                                       თამარ ჭუნიაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „უნივერსალი 93“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „შპს „უნივერსალი 93“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.04.2017.
როდის იქნა მიღებული „შპს „უნივერსალი 93“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
„შპს „უნივერსალი 93“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 10.04.2017. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/693-16.
სად არის „შპს „უნივერსალი 93“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.04.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „შპს „უნივერსალი 93“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/693-16, 10.04.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3642557/