შპს ”უნივერსალი 93”-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/ 693-16
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2017 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – შპს ,,უნივერსალი 93’’
დირექტორი – სერგო უღრელიძე
მოთხოვნა –კრედიტორთა კრების მოწვევა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „უნივერსალი 93”-ის გადახდისუუნარობის საქმე.
კრედიტორთა პირველ კრებაზე სრულად ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, რის გამოც კრედიტორთა კრება გადაიდო სხვა დროისათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 10 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №29.
2. განჩინება გამოქვეყნდეს"საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge .
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს ”უნივერსალი 93”-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „შპს ”უნივერსალი 93”-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.02.2017.
- როდის იქნა მიღებული „შპს ”უნივერსალი 93”-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- „შპს ”უნივერსალი 93”-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 03.02.2017. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/693-16.
- სად არის „შპს ”უნივერსალი 93”-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.02.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „შპს ”უნივერსალი 93”-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/693-16, 03.02.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3573627/