,,ქალაქ გორში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დაწესების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 01 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
,,ქალაქ გორში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დაწესების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 01 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2016 წლის 3 ივნისი
ქ. გორი
,,ქალაქ გორში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დაწესების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 01 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ემუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
„ქალაქ გორში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დაწესების შესახებ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 01 მაისის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/05/2015, 010250020.35.174.016081) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) კერძო სამართლის იურიდიული პირების სამსახურებრივი ავტოტრანსპორტისთვის:
1 თვე –
20 (ოცი) ლარი.
3 თვე – 50 (ორმოცდაათი) ლარი.
6 თვე 80 (ოთხმოცი) ლარი.
1 წელი 120 (ასოცი) ლარი.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ტურისტებისთვის მომსახურე ავტოტრანსპორტისთვის:
1 საათამდე პერიოდი 8 ადგილამდე ავტოტრანსპორტისთვის – 1.00 (ერთი) ლარი.
1 საათამდე პერიოდი 8-დან 24 ადგილამდე ავტობუსებისთვის – 2.00 (ორი) ლარი.
1 საათამდე პერიოდი 24 ადგილის ზევით ავტობუსებისთვის – 3.00 (სამი) ლარი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მეტრეველი