ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.06.2016
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.143.016390
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,974 სიტყვა · ~10 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში
„დაწესებულება“) ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი. ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფი  (შემდგომში – „სამუშაო ჯგუფი“) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (11)
1 2
7 8
11 12
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ძირითადი აქტივის დასახელება
გადაფასების კოეფიციენტი (საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წლის N295 ბრძანებულების საფუძველზე) ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)
ბუღალტრული ცვეთის წლიური ნორმა % საბოლოო ფაქტობრივი მდგომარებით %
% ლარი
გადაფასების კოეფიციენტი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)
დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 13.04.2018 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის, შენობა - ნაგებობის დემონტაჟის ან/და ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 29.10.2021 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 03.10.2022 აბაშის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 19.06.2017 ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.12.2022

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №19 2016 წლის 6 ივნისი ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის და 106​1 მუხლის მე-14 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) ხაშურის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოების და ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და  ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი (დანართი №1); ბ) ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ  მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №2); გ) ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა-დანადგარების და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №3); დ) ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტის ფორმა (დანართი №4). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის № 25 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 02.08.2012 წ; 040110030.35.143.016106). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე დანართი №1 ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ხაშურის მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. წესის მოქმედების სფერო ეს წესი განსაზღვრავს  ხაშურის  მუნიციპალიტეტის   ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (შემდგომში – „მუნიციპალიტეტი“) და ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ  დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ქონება - საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი. 2. ჩამოსაწერი ქონება - ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 3. შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში – „დაწესებულება“) ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი. ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფი  (შემდგომში – „სამუშაო ჯგუფი“) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი. მუხლი 3🔗. . ინვენტარიზაციის ჩატარება 1. დაწესებულებაში  ინვენტარიზაცია  ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში  ქონების,  მოთხოვნებისა  და ვალდებულებების   ინვენტარიზაციის  ჩატარების  წესის  დამტკიცების შესახებ“  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების,  „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს    რესპუბლიკის   ფინანსთა   სამინისტროს   კოლეგიის   1995   წლის   1   აგვისტოს   №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და ამ წესის გათვალისწინებით. 2. დაწესებულების  ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის  ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსში. გამონაკლის შემთხვევაში თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. მუხლი 4🔗. ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფი 1. სამუშაო ჯგუფი  იქმნება  ამ  წესის  მე-2  მუხლის  მე-4  პუნქტში  განსაზღვრული  მიზნებისათვის  და  მისი შემადგენლობა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიმუმ 7 კაციანი შემადგენლობით. 2. სამუშაო ჯგუფი იქმნება შემდეგი შემადგენლობით: ა) სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე – ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს; ბ) სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე – სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს; გ) სამუშაო ჯგუფის მდივანი–ადგენს სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია სისწორეზე; დ) სამუშაო ჯგუფის წევრები. 3. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად უფლებამოსილია მოიწვიოს დარგის სხვა სპეციალისტები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 4. სამუშაო ჯგუფი განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომებზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე. სამუშაო ჯგუფის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. სამუშაო ჯგუფის სხდომის  ოქმს  ხელს  აწერს  სხდომის თავმჯდომარე, მდივანი და დამსწრე ყველა წევრი. 5. სამუშაო ჯგუფი  უფლებამოსილია  განიხილოს  საკითხი,  თუ მის სხდომას  ესწრება  სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს ჯგუფის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 6. სამუშაო ჯგუფი სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას. თავი II ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი მუხლი 5🔗. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი 1. სამუშაო ჯგუფი სწავლობს ამორტიზებული  ან ექსპლოატაციისათვის გამოუყენებელ (ვადაზე ადრე  ჩამოწერა) ძირითადი   საშუალების   ფაქტობრივ   ფიზიკურ   მდგომარეობას, ასაბუთებს   ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. სამუშაო ჯგუფი ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალების ნარჩენი ღირებულების  დადგენის აქტს, ხოლო  საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს და წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს. 2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციის პირველადი  საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრირების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს. 3. ხაშურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობა  უზრუნველყოფს  ჩამოსაწერი  ძირითადი  საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას  შესაბამისი აუდიტორის მიერ, ჩამოწერასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად წარუდგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო თანხმობის მიღების შემთხვევაში, გამგებელი ამტკიცებს სამუშაო ჯგუფის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს. 4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობების ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა. 6. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა), რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე მარაგების სახით. მუხლი 6🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება და  განკარგვა 1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას საკრებულოს თანხმობით, გამგებლის ინდივიდუალურ - ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი, რაზედაც დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი. 3. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის გამოყოფლ სპეციალურ ადგილებში, ან მოხდეს განადგურება ნაგავსაყრელებზე. 4. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები. 5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ. 6. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფი. მუხლი 7🔗. ჩამოწერილი ქონების რეალიზება ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის  2014  წლის  8  დეკემბრის  №669 დადგენილების შესაბამისად. თავი III მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი მუხლი 8🔗. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი 1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით. იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წერილს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აუდიტის დასკვნა და სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტები. 2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის  №449 ბრძანების მოთხოვნებს. 3. ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია. 4. ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას. 5. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფი ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას. 6. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფი დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე და ახდენს ქონების დასურათებას. 7. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტები წარედგინება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლის მიერ, მასალების წარდგენა ხდება ხაშურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 8. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი, ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა /ლიკვიდაცია. 9. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფს. მუხლი 9🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება. 1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას საკრებულოს თანხმობით, გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი, რაზედაც დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი. 3. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში, ან მოხდეს განადგურება ნაგავსაყრელებზე. 4. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები. 5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ. 6. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფი. მუხლი 10🔗. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, განხორციელდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 11🔗. 500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების ქონების (ნივთის) ჩამოწერის წესი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს,  რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული  დოკუმენტაციის სისწორეზე. დანართი №2  ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი  20   წლის  მდგომარეობით დაწესებულების, ა(ა)იპ-ის, შპს-ს დასახელება . . ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი, გრ. 5,9) ძირითადი საშუალების ღირებულება გადაფასებამდე № დასახელება ექსპლუატაციაში შესვლის წელი ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა (ლარი) % ლარი % ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 გადაფასების კოეფიციენტი (საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წლის N295 ბრძანებულების საფუძველზე) ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი) საამორტი ზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე ფაქტობრივი ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება ბუღალტრული ცვეთის წლიური ნორმა % საბოლოო ფაქტობრივი მდგომარებით % საბოლოო ფაქტობრივი მდგომარებით % საბოლოო ბუღალტრული მდგომარებით % ლარი აშშ დოლარი 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 სამუშაო ჯგუფის წევრები: 1        2.        3. 4.  ვამტკიცებ: სამუშაო ჯგუფის  თავმჯდომარე                  ბ.ა.            ვადასტურებ აუდიტორი:  შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ, გრაფა 5-დან 11-ის ჩათვლით არ ივსება. დანართი №3 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი            20   წლის მდგომარეობით       დაწესებულების, ა(ა)იპ-ის, შპს-ს დასახელება . ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი, გრ. 5,9) № ძირითადი საშუალების დასახელება ექსპლუატაციაში შესვლის წელი ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა ღირებულება გადაფასებამდე (ლარი) % ლარი % ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 გადაფასების კოეფიციენტი (საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წლის N295 ბრძანებულების საფუძველზე) ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი) საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე ფაქტობრივი ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება ბუღალტრული ცვეთის წლიური ნორმა % საბოლოო ფაქტობრივი მდგომარებით % საბოლოო ფაქტობრივი მდგომარებით % საბოლოო ბუღალტრული მდგომარებით % ლარი აშშ დოლარი 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 სამუშაო ჯგუფის წევრები:       ვამტკიცებ: სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე                                    ბ.ა        ვადასტურებ აუდიტორი: შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ, გრაფა 5-დან 11-ის ჩათვლით არ ივსება. დანართი №4 ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტის დადგენის აქტი      20 წლის მდგომარეობით       დაწესებულების, ა(ა)იპ-ის, შპს-ს დასახელება . № ძირითადი აქტივის დასახელება ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე ცვეთა გადაფასებამდე % ლარი 1 2 3 4 5 6 გადაფასების კოეფიციენტი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი) ნარჩენი საბალანსო ღირებულება (ლარი) შენიშვნა 7 8 9 10 11 სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა: შექმნილი 20  წ.         №   ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა (ძირითადი საშუალების დასახელება) და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებულ იქნეს შემდეგი საფუძველზე: ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი:        საწყისი საბალანსო ღირებულება:        ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა)         ბ)           გ)         . სამუშაო ჯგუფის დასკვნა:         სამუშაო ჯგუფის წევრები: 1.         2.         3.         4.         ვამტკიცებ: სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე    ქონების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი თანხა (ლარი) დოკუმენტაციის დასახელება ფასეულობათა სახეები რაოდენობა თანხა (ლარი) 1 2 3 4 5 6 7 ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: ––––––––––– (–––––––––––––––––––––––––––––––) ლარი ლიკვიდაციის შედეგი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მთავარი ბუღალტერი ––––––––––––––––– „ –––––” ––––––––––––––––––––––––––––– 20 –––– წელი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე –––––––––––––––––––– ბ.ა.